ბიზნესი & ეკონომიკა • 1702009391
იატაკის გათბობა დღითი დღე უფრო მოთხოვნადი ხდება. მისი მთავარი უპირატესობაა ტემპერატურის თანაბარი გადანაწილება ოთახის მთელ ფართობზე.
არსებობს წყალზე და ელექტრო სისტემაზე მომუშავე თბილი იატაკები. წყლის სისტემებში წყალი ცირკულირებს მილების მეშვეობით. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია: წყალი თბება ცენტრალურ ქვაბში, მოძრაობას იწყებს მილების საშუალებით და გამოყოფს სითბოს ნაკადს. შემდგომ უკან მიედინება (უბრუნდება ქვაბს), კვლავ თბება და მიედინება მილებში.
წყლის გამაცხელებლის ელემენტებია:
● პოლიპროპილენის ან მეტალოპლასტმასის მილები;
● სარქველები;
● ტემპერატურული კონტროლის სისტემა;
● ზოგჯერ საჭიროა ცირკულაციის ტუმბო და მისი კონტროლის ელემენტები;
წყალზე მომუშავე სისტემის ინსტალაცია შრომატევადი პროცედურაა. ამ დროს აუცილებელია მაღალი ხარისხის ჰიდროიზოლაცია, ასევე გაჟონვისგან დაცვის სისტემა. როგორც წესი, ასეთი იატაკი დამონტაჟებულია ახალ შენობებში, რემონტამდე, რადგან მილების დამალვისთვის საჭიროა იატაკის საკმაოდ სქელი ფენა. წყალზე მომუშავე იატაკის გათბობას ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:
● თავსებადია ყველა სახის დეკორატიულ იატაკთან;
● ინარჩუნებს ეკონომიურობას და ეფექტურად ათბობს სივრცეს;
● ის შეიძლება გამოიყენოთ ერთადერთ გათბობის სისტემად მთელ სახლში;
ინსტალაცია უნდა განხორციელდეს პროფესიონალების მიერ. თუ გაჟონვა დაფიქსირდა იატაკის საფარის მთლიანი დემონტაჟი მოგიწევთ. ელექტრო იატაკების მონტაჟი მარტივი და ეკონომიურია. წყლის სისტემასთან შედარებით ის ოდნავ ამაღლებს იატაკს. მისი უარყოფითი მხარეა გაზრდილი დანახარჯები, შესაბამისად ელექტრო იატაკით დიდი სივრცის გათბობა წამგებიანია.
თბილი იატაკი კომფორტულია ფილების ქვეშ, რადგან ამ ტიპის მასალა ცივია და მისი გაცხელება აუცილებელია. დღესდღეობით, თბილ იატაკს აქტიურად იყენებენ აბაზანასა და სამზარეულოში.
თერმოინდუსტრიაში შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის გათბობის სისტემების შერჩევა. გათბობის ქვაბები, მილები, რადიატორები, იატაკის სისტემები-კვალიფიციური გუნდი სისტემების შერჩევის და მონტაჟის ნებისმიერ ეტაპზე პროფესიონალურ მომსახურებას გაგიწევთ და ოპტიმალური ვარიანტის შეძენაში დაგეხმარებათ.
ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...
პოლიტიკა • 1733242641
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...
პოლიტიკა • 1733241037
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...
პოლიტიკა • 1733240540
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...
პოლიტიკა • 1733239998
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...
პოლიტიკა • 1733238950
"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......
პოლიტიკა • 1733238244
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი