რამდენი მილიონი ლარი დაჯდა ოზურგეთში კუბოს ფორმის საყვავილეების დადგმა

კუბო საყვავილეები

ოზურგეთში კუბოს ფორმის საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს ₾2.15 მილიონი დაუჯდა - მონაცემებს "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,  ოზურგეთის საყვავილეების ტენდერში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე შპს “ჯორჯიან სტოუნმა” გაიმარჯვა, რომლის მეპატრონე ბადრი რომანაძეა. ომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო.

"მისი ნათესავები, ძმები მინდია და ზვიად რომანაძეები ამჟამად ქობულეთის მერის მოადგილის და ა(ა)იპ გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობებს იკავებენ.

"მინდია რომანაძე, ქობულეთის მერიამდე, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო.

მას შემდეგ, რაც ბადრი რომანაძე 2014 წელს საჯარო სამსახურიდან წავიდა, მისმა კომპანიამ ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.

2015-2022 წლებში მან 43.5 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო და აქედან 20.2 მილიონი მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან.

ოზურგეთში ბოლო ტენდერის ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1.9 მილიონი ლარი იყო, თუმცა შემდეგ 200 ათასი ლარით გაიზარდა.

სამუშაოები 2023 წლის 18 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დასრულების ვადამ 3 თვის გადაიწია.

აღნიშნული სივრცის რეაბილიტაცია 2015 წელსაც მოხდა, რა დროსაც ტერიტორია ე.წ “სარკოფაგისგან” გაწმინდეს, თუმცა “სარკოფაგი” კუბოს ფორმის 18 საყვავილით ჩანაცვლდა." წერს ფლანგვის დეტექტორი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტოლტენბერგი
ეს აღმაშფოთებელი ქმედება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში - იენს სტოლტენბერგი

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში,"  წერს N...

მსოფლიო 1686043385

კახა კალაძე
კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს - ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს  ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედ...

პოლიტიკა 1686042946

კალაძე ახალი გამგებელი
კახა კალაძე „ფორმულას“ მიერ გაფორმებული კონტრაქტის შესახებ: ეს არის კეზერაშვილის იმიჯის გასამყარებლად გადაყრილი ფული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილი...

პოლიტიკა 1686042835

მაია სანდუ
მზად ვართ გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად - სანდუ ზელენსკის

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას ნოვა კახოვკას აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის დასაძლევად დახმარება გაუწიოს. როგორც სანდუ წერს, რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686042612

ღარიბაშვილი
კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ განადგურებულია უკრაინის 20%, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კახოვკას კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ხელისუფლება სწორედ ამიტომ საუბრობს ყოველდღიურად მშვიდობაზე". ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა,...

პოლიტიკა 1686042410