როგორ უნდა შეარჩიო საახალწლო სათამაშოები

საახალწლო1

ნაძვის ხისთვის სათამაშოების შერჩევა წინასაახალწლო სამზადისის ყველაზე მხიარული მომენტია. ვაღიაროთ, როგორიც არ უნდა იყოს ნაძვის ხე, საბოლოო სახეს და მომხიბვლელობას მას ზუსტად სათამაშოები და დეკორაციები აძლევს.

იმისთვის, რომ  ნაძვის ხე გემოვნებიანად იყოს მორთული, სათამაშოების და განათებების ყიდვამდე წინასწარ უნდა დაფიქრდე.

 

ახალი წლის დადგომამდე არც თუ ისე ბევრი დრო დარჩა. ამიტომ Extra ფერად-ფერადი და ბრჭყვიალა საახალწლო სათამაშოების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს:

● ნაძვის ხის ყვავილები

● სხვადასხვა ზომისა და ფერის ბურთები

● გვირგვინები

●  საახალწლო ფიგურები

● ბაფთები

საახალწლო სათამაშოები თვალს გწყვეტს თავისი მომხიბვლელობით და არჩევანის გაკეთება რთულდება. თითქოს გინდა ყველაფერი იყიდო, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს მთავარი, რა ფერები შეგიქმნის ზღაპრულ საახალწლო განწობას.

ნაძვის ხის გაფორმების სტილი ხაზს უსვამს  გემოვნებას

თუ რა რაოდენობის სათამაშოს განათავსებ ნაძვის ხეზე დამოკიდებულია შენზე

● მეტი დატვირთულობისთვის, მაქსიმალურად, აითვისე მწვანე ტოტები

● თუ ნაძვისხე არ არის კარგად დაბურული წიწვებით, დაამატე კაშკაშა ფერის სათამაშოები

სახალწლო სათამაშოების ფერთა კომბინაციები

 

ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოებით გაფორმებული ნაძვის ხე განსაკუთრებულად მდიდრულად გამოიყურება. ინსტაგრამზეც შენიშნავდი, რომ ინფლუენსერების და ფოტოგრაფების გლამურული, საახალწლო ინტერიერი ზუსტად ასეთია.

გინდა გააფორმო ნაძვის ხე გლამურულ ფერებში?

განსაკუთრებული ეფექტისთვის, განაგრძე კითხვა და გაიგე, რომელი ფერების კომბინაცია აჯობებს:

 

●  ოქროსფერი და თეთრი - ნებისმიერ ინტერიერს მიანიჭებს დახვეწილ იერს

● თეთრი და ვერცხლისფერი - ყველაზე წარმატებული კომბინაციაა წლების განმავლობაში. შეგიძლია იყიდო დიდი, თეთრი სათამაშოები ვერცხლისფერი დეკორით, რომელიც განათებას იდეალურად აირეკლავს. ამ კომბინაციას იდეალურად უხდება მესამეც - ფირუზისფერი ან წითელი აქცენტი

● ვერცხლისფერი ნაძვის ხის სათამაშო ყინულის ეფექტს ქმნის, ამიტომ ამ ფერთან კომბინაციაში უნდა გამოიყენო ცივი ფერები, ყინულის კრისტალები, ფიფქები, მოსარკული/მინის სათამაშოები, გირლანდები, ანგელოზის ფიგურები. იდეალურია, მქრქალი ნაცრისფერი ან მოლურჯო ტონები.

● მუქი ლურჯი - 2024 წლის მოდური ფერების სიაშია. მისი ტონები იდეალურად ერწყმის ოქროსფერს. ასევე, პოპულარულია თეთრი და ლურჯი სათამაშოების კომბინაციაც.

● მუქი მწვანე - თუ ელეგანტურობას და კლასიკას ანიჭებ უპირატესობას, მწვანე ნაძვის ხის სათამაშოს იდეალურად დაამშვენებს ოქროსფერი.

● წითელი ფერი მოუხდება როგორც ოქროსფერ, ისე ვერცხლისფერ სათამაშოებს და შექმნის განსაკუთრებულ საშობაო კომბინაციას.

ელეგანტური ფერების გამოყენება სადღესასწაულო ატმოსფეროს დახვეწილობას და მიმზიდველობას მიანიჭებს.

ფერების გადაწყვეტის შემდეგ, შეგიძლია მრავალფეროვანი საახალწლო სათამაშოების ყიდვა: ლითონის დეკორაციები, ოქროს ზარები, ვარსკვლავები და სხვა სახის ფიგურები.

2024 წლისთვის მოდურია მინის, ვინტაჟური სათამაშოებიც, რომლებიც დამატებით სინათლეს აირეკლავს.

 

თუ ყველა დეტალს სწორად გათვლი, შენი ნაძვის ხე არამხოლოდ ეფექტური იქნება და აგიმაღლებს საახალწლო განწყობას, მეგობრებზეც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

Სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეშვილი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372