ბიზნესი & ეკონომიკა • 1701868155
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ორგანიზებით,უკვე მეორედ, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 170-ზე მეტი კომპანიის 520-მა ღვინომმიიღო საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
შედეგად, კონკურსის ფარგლებში, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოვლინდა.ოქროს მედალი მხოლოდ ქართული წარმოების ღვინოებმა მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, 18 ოქროს და 71 ვერცხლის მედალიქართულმაკომპანიებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედალი მიიღო სომხეთში დამზადებულმაღვინომაც.
ოქროს მედლის მფლობელებს შორის არიან კომპანიები: კარდანახი 1888, კახეთი კომპანი, საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ასკანელი, ბადაგონი, ექიმის ბიო-მარანი, ქართველი, ლიონიძის ზვარი, ალაზანი, ბრიცა, საწნახელი, უფლისციხის მამული, ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო და ვაზისუბნის მამული.
გამარჯვებულის გამოსავლენად მონაწილეებს ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტები აფასებდნენ. ჟიურის წევრებს შორის იყვნენჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი; ასევე:
ამასთან, მონაწილეებს IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ, მათ შორის იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე, ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
„საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენთვის კანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ გრძელვადიან პერიოდში არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშრისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მონიჭებული ჯილდოების რაოდენობაც მოწმობს. გვახარებს ის ფაქტიც, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნული კონკურსის წარმატებით განხორციელებაში“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის,საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.
გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი კოალიციების – ცვლილებებისთვისა და ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის მიერ სიების ჩახსნას ასე ეხმაურება: ,,არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლ...
პოლიტიკა • 1731416609
ბაქოში კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამიტის მონაწილეებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე, ბელარუსის ავტორიტარული ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს იქ ყოფნის გამო, უარი თქვა. "ეს იყო პრეზი...
პოლიტიკა • 1731416515
“ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე და დღეს ოფიციალურად ინდივიდუალური წერილით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანო...
პოლიტიკა • 1731411184
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: რა ხდება აფხაზეთში?შეიქმნა აფხაზეთის ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაში ყოვლისმომცველი ინტეგრაცის სამართლებრივი საფუძვლები.ეს არის ოკუპაციის ფინალური, შეუქცევადი ფაზა…რომ იცოდეთ...
პოლიტიკა • 1731411017
2023 წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბინადრობის ნებართვა საქართველოს 33 898 მოქალაქეზე გასცეს - ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემთა ბაზაში ვკითხულობთ. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 19 411...
პოლიტიკა • 1731410896
კოალიცია "ცვლილებისთვის" პარლამენტში შესვლას არ აპირებს - განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გაერთიანების ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები მოპარულია,...
პოლიტიკა • 1731410749
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი