საქართველოს ბანკი ბიზნესის და Mastercard-ის 50%-იანი ქეშბექ აქცია 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

ქეშბექი

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და არსებული პროდუქტების განვითარებაზე. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ქეშბექ აქციას დამატებით ერთი თვით, 30 სექტემბრის ჩათვლით სთავაზობს. აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ დახარჯული თანხის 50% დაიბრუნონ.

 

ქეშბექ აქციით სარგებლობისთვის საჭიროა გახსნათ საქართველოს ბანკის პირველი ბიზნეს ანგარიში bonline.ge-ზე 30 სექტემბრის  ჩათვლით და აიღოთ Mastercard-ის ბიზნეს ბარათი. შეთავაზება ანგარიშის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში მოქმედებს და მის ფარგლებში ბიზნეს მომხარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ ვალუტაში ონლაინ დახარჯული თანხის 50 % , მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაიბრუნონ.

 

აღსანიშნავია, რომ ქეშბექ აქცია ვრცელდება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზეც მიიღონ ქეშბექი. აქციით უკვე 300 - მდე ბიზნეს ბარათის მფლობელმა ისარგებლა.

 

გარდა ამისა, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნისას მომხმარებლები საჩუქრად ბიზნესპაკეტს მიიღებენ. რაც მოიცავს - ბიზნეს ინტერნეტბანკს, ბიზნეს მობილბანკს, SMS ბანკს, შეტყობინების სერვისსა და სხვა ბენეფიტებს.

„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ბიზნეს მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და  საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ.  ის მომხმარებლები,  რომლებიც გახსნიან საქართველოს ბანკის პირველ ბიზნეს ანგარიშს და აიღებენ მასტერქარდის ბარათს, იშოპინგებენ ონლაინ Amazon-ზე, Ebay-ზე ან მსგავს საიტებზე, ისარგებლებენ მიტანის სერვისით, გამოიძახებენ ტაქსს, დახარჯავენ თანხას ონლაინ მარკეტინგულ სერვისებში, განათავსებენ რეკლამას Facebook-ზე, Google-ში და ა.შ. და შეძლებენ თანხის ნახევარი ანგარიშზე დაიბრუნონ.

 

ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის“ - განაცხადა მაია გორგილაძემ, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ

შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაბა
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...

განათლება 1695811715

tbc
გადაიხადე კომუნალურები თიბისი ფეიზე!

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811593

tbc
ავტომატიზებული კომუნალური გადახდები თიბისი ფეიზე

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811363

კალაძე
1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის  მთავრობის ს...

საზოგადოება 1695810969

kalaZe
1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...

საზოგადოება 1695810829

STOP
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...

საზოგადოება 1695810710