საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

საქბანკი

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება. ინიციატივა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელექტრონული კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას. 

მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში „შპს ინტეგრალი“ დაეხმარება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიები ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას.

„დღეს ციფრული არხების განვითარება ბიზნესის წარმატების წინაპირობაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და საქმიანობის დისტანციურ არხებში წარმოება, ჩავერთეთ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის და ელ-კომერციის განვითარებას. გარდა ამისა, ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინოს  მომხმარებელს ისეთ ადგილებში, სადაც ეს აქამდე მათთვის არ იყო შესაძლებელი. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილე მეწარმეებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რათა მეტ კომპანიას მიეცეს წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

პროექტ „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ შესახებ:

ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს ინიციატივას „100 ვებგვერდი მეწარმეებს“. პროექტი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, კერძოდ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი ფინეთი
„ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც გამხდარა“ - თამარ ლეკვეიშვილი

თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის წარმომადგენლის ადგილას ზის და წერს: „აგე ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც...

სოცმედია 1656649304

მოროსკინა ივანიშვილი
„ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ...“ - ლალი მოროშკინა ივანიშვილის ბათუმის კლინიკაში გამოკვლევების ჩატარებაზე

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...

სოცმედია 1656648581

ელისო ბოლქვაძე
„ღირსეული პიროვნება“ - ელისო ბოლქვაძე ვატო წერეთელზე თავდამსხმელ ანრი ოხანაშვილს იცავს

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...

სოცმედია 1656648397

ლავროვი
„რუსეთსა და დასავლეთს შორის რკინის ფარდა ეშვება“ - ლავროვი ევროკავშირს ბრალს სდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ ა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1656648312

ოხანაშვილი წერეთელი
„ყურში ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ვერ აიტანს ვერასოდე“ - ლევან მგალობლიშვილი ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე

როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია, – ამ...

პოლიტიკა 1656648153

ამინდი
ხანმოკლე წვიმა - 1-ელი ივლისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ივლისს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება. აღმოსავლ...

საზოგადოება 1656647632