საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქბ

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში  „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულად დასახელდა.

საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას.

ბანკმა, ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო. მისი საქმიანობის არეალი კი მოიცავს აზრის გაგების, ზეპირი მეტყველების გატექსტებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმის ავტომატიზებას. აღნიშნულ ინსტრუმენტებს ბანკი ყოველდღიური საქმიანობის პროცესებში ნერგავს, რისი მეშვეობითაც მუდმივად ავითარებს და ხვეწს ტექნოლოგიებს.

„დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, ქართულ ენაზე მოსაუბრეთა მცირე რიცხვის გამო, ქართული ენა ხშირად რჩება გიგანტური კომპანიების ყურადღების მიღმა. ამიტომ, საქართველოს ბანკმა, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აქტიურად დაიწყო მუშაობა ქართული ენის გაციფრულებაზე, რითაც მას ახალ ფუნქციურ როლსა და სიცოცხლეს შესძენს, აქცევს სრულად ტექნოლოგიებზე მორგებულ ენად და დაიცავს ციფრულ სამყაროში დაკარგვის საფრთხისგან. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ აღიარა, როგორიც Global Finance-ია. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას, შევიტანოთ წვლილი ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. ყოველი ახალი საერთაშორისო აღიარება კი გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს  ირაკლი გოგატიშვილი,  საქართველოს ბანკის  მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები.

ინოვატორების ჯილდოს  მფლობელები კი ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ განვითარებას. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაბა
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...

განათლება 1695811715

tbc
გადაიხადე კომუნალურები თიბისი ფეიზე!

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811593

tbc
ავტომატიზებული კომუნალური გადახდები თიბისი ფეიზე

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811363

კალაძე
1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის  მთავრობის ს...

საზოგადოება 1695810969

kalaZe
1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...

საზოგადოება 1695810829

STOP
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...

საზოგადოება 1695810710