საქართველოს ბანკი Global Finance-მა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ბიზნესი & ეკონომიკა • 1660322057 63

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალურიციფრული ბანკებიცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებისთვის საუკეთოდ უკვე მეორედ დაასახელა.
გამარჯვებული ბანკები შეირჩა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: ვებ პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრულიგამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველიციფრულიშეთავაზებები, ციფრული ინიციატივებიდან მიღებულიხელშესახებიშედეგები მომხმარებლისთვის და ა.შ.
"საუკეთესო ბანკად დასახელება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მომსახურებისთვის, არის დიდი პატივი ჩვენთვის. მით უმეტეს ისეთი საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც Global Finance-ია. ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები, როგორც ჩანს, არ რჩება ყურადღების მიღმა არც ბიზნესის და არც საერთაშორისო გამოცემების მხრიდან. ეს ჯილდო არის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს მომხმარებელთან, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, რათა მათთვის სწორედ იმ სერვისებისა და პროდუქტების მაღალი ხარისხით შეთავაზება შევძლოთ, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და მისცემს მეტს დროს, განავითარონ ბიზნესი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან საუკეთესო ციფრულ ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის", - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკებიGlobal Finance-მა აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია. საუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა დაGlobal Finance-ის რედაქტორებისშერჩევის შედეგად დასახელდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1696264944

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...
საზოგადოება • 1696264651

ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
საზოგადოება • 1696262986