საქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად  5 თანამშრომელს სრულად  დაუფინანსებს

საქბანკი

 

საქართველოს ბანკისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელთაც ახლახან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) შეემატა. საქართველოს ბანკსა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად დაუფინანსებს.

 

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ფინანსების მიმართულებით გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.  ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ISET-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ კონკურსში და სრულად დაიფინანსოს სწავლა ოფიციალური აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით.

 

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ლექტორები. პროგრამის კურსდამთავრებულები კი კორპორაციული ფინანსების, საინვესტიციო პორტფელის მართვის, რისკების მენეჯმენტის, ბიზნესის შეფასებისა,  და ქცევითი ფინანსების მიმართულებით მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლებენ, ინოვაციური მიდგომები დანერგონ არა მხოლოდ საქართველოს ბანკში, არამედ  საბანკო-საფინანსო სექტორში.

 

„ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თანამშრომლობა დავიწყეთ ISET-თან, რომლის ფარგლებშიც  ბანკი  ყოველწლიურად 5 თანამშრომელს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით გაიაროს ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საფინანსო სექტორში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული CFA საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია.  გვჯერა, მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობას და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ტალანტების განვითარების დირექტორმა, ნუცა კაციტაძემ.

 

„მოხარულები ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და ვაფასებთ, რომ  საქართველოს ბანკი თავის პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი CFA ინსტიტუტთან აფილირებული აკადემიური პროგრამა. ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება ივნისში მიიღო. ეს კი არის გარანტია, რომ ფინანსების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის  განათლებას ფინანსებში, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელ მსოფლიოში” - განაცხადა თამარ სულუხიამ, ISET-ის დირექტორმა.

 

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765