საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

საქბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ღონისძიებას, Seamless Middle East 2022-ს უერთდება.

მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის, საქართველოს ბანკს ღონისძიებაზე ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე წარადგენს.

ღონისძიება 31 მიასიდან 1 ივნისის ჩათვლით, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში  გაიმართება. Seamless Middle East 2022 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-ზე მეტ მიწვეულ სტუმარს, 300-ზე მეტ სპიკერსა და 350-ზე მეტ გამოფენის მონაწილეს გააერთიანებს. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს,  როგორიცაა:  Microsoft, SAP, Oracle, PayPal, Salesforce, VISA, IBM და სხვ.

„უკვე 22 წელია, Seamless-ი გადახდების, ფინტექის, ელექტრონული კომერციის,  საბანკო,  და სხვა ინდუსტრიების წამყვანი პროფესიონალების შეხვედრის ადგილს წარმოადგენს. მაქვს შესაძლებლობა, აუდიტორიას საქართველოს ბანკის სახელით ის სიახლეები და ინოვაციები გავაცნო, რომელსაც ბოლო პერიოდში ვავითარებთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. პანელური დისკუსიის ფარგლებში ისეთ საკითხებს მიმოვიხილავთ, როგორიცაა: ფინტექი; ახალი ბიზნეს მოდელების ათვისება; მომხმარებლის მუდმივადცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილება; ფინანსური სისტემების სამომავლო ხედვა - როგორ გამოიყურება სამომავლო საბანკო დღის წესრიგი და სხვ. ღონისძიება უამრავი საინტერესო და ინოვაციური იდეის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა,  საბანკო თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რასაც საქართველოს ბანკში ვნერგავთ, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მოროსკინა ივანიშვილი
„ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ...“ - ლალი მოროშკინა ივანიშვილის ბათუმის კლინიკაში გამოკვლევების ჩატარებაზე

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...

სოცმედია 1656648581

ელისო ბოლქვაძე
„ღირსეული პიროვნება“ - ელისო ბოლქვაძე ვატო წერეთელზე თავდამსხმელ ანრი ოხანაშვილს იცავს

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...

სოცმედია 1656648397

ლავროვი
„რუსეთსა და დასავლეთს შორის რკინის ფარდა ეშვება“ - ლავროვი ევროკავშირს ბრალს სდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ ა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1656648312

ოხანაშვილი წერეთელი
„ყურში ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ვერ აიტანს ვერასოდე“ - ლევან მგალობლიშვილი ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე

როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია, – ამ...

პოლიტიკა 1656648153

ამინდი
ხანმოკლე წვიმა - 1-ელი ივლისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ივლისს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება. აღმოსავლ...

საზოგადოება 1656647632

სამხარაძე დიტო
„ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ, ახსნაც არ სჭირდება“ - „ოცნების“ დეპუტატი ოხანაშვილის მიერ წერეთელის ცემაზე

რომ ჰკითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ სჭირდება - ამის შესახე...

სოცმედია 1656647544