საქართველოს ბანკის Design System- ამ მომხმარებლის საუკეთესო  UX/CX გამოცდილებისთვის  Banking Tech Awards 2022- ის მაღალი შეფასება დაიმსახურა

საქბანკი

საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის  Banking Tech Awards 2022-ზე Design System-ისთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბანკმა კონკურენცია გაუწია J.P. Morgan-ს; Goldman Sachs-ს; CTBC Bank და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი კი მომხმარებლისთვის საუკეთესო UX/CX გამოცდილების შეთავაზება იყო.

 

საქართველოს ბანკმა, დიზაინსისტემა პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით შექმნა. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატიური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც  დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ისე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.

 

„დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე. დიზაინსისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რათა მეტი ახალი პროდუქტი  ნაკლებ დროში შეიქმნას. მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნის  ციფრულ არხებში, რაც მის გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტიურს ხდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ წამყვანი კომპანია, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არ დარჩა ყურადღების მიღმა და დაიმსახურა კიდეც  Banking Tech Awards 2022- ის მაღალი შეფასება. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს აღიარება, რაც დაფასებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, არ გავჩერდეთ და ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასოს
რა მოხდა ათენში - ქართველი ემიგრანტის მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...

კრიმინალი 1696270347

სააკაშვილი
"რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...

პოლიტიკა 1696269540

სალომე ზურაბიშვილი
1 დღე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე - რა პროცედურებით ჩატარდება საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...

პოლიტიკა 1696267866

ასოს
საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა - მის ცოლს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...

კრიმინალი 1696267694

კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481

ლარი
ლარი გაუფასურდა - ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 3 ოქტომბერს

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....

ბიზნესი & ეკონომიკა 1696264944