საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

ბან

საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე  კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა,  მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, არაერთ  სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო  პროექტს უჭერს  მხარს.  ბანკი ყოველ წელს, ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას, მას, ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს აშშ-ში ორი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სხვადასხვა მიმართულებით, (მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები) ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. წელს კი ეს რაოდენობა სამამდე გაიზარდა. 2023 წლის ფულბრაიტის საქართველოს ბანკის გამარჯვებულები, რომლებიც სრულ დაფინანსებას მიიღებენ არიან: მარიამ მალიძე, რომელიც სწავლას Vanderbilt University-ში გააგრძელებს; მარიამ ჟორჟოლიანი, რომელიც Clark University- ში მიიღებს განათლებას; ირაკლი მაჭარაშვილი კი University of Missouri- ში გაემგზავრება.

საერთო ჯამში საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამარჯვებული თორმეტი სტუდენტი გაემგზავრება და მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.

უკვე დაწყებულია 2024-25 ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://ge.usembassy.gov/fulbright-graduate-student-program/ 

აპლიკაციების მიღება 2023 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის კანდიდატთა შერჩევას  საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს. პროგრამის თანადაფინანსებას საქართველოს ბანკი ახორციელებს, რაც იმას გულისხმობს, რომ  წარმატებული სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით განაგრძოს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  აშშ–ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.

„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი  სოციალური პასუხისმგებლობის მქონე  კომპანია  ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაემგზავროს ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 8  საუკეთესო სტუდენტი და წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.  ჩვენ არ ვჩერდებით და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის  მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის:

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში.  პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაბა
ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საზღვაო სამართლის სფეროში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუ...

განათლება 1695817369

ლუკა
2 წლის ლუკამ გადაიტანა იშემიური ინსულტი, აქვს მარცხენა მხარის პარეზი. ის ამჟამად თურქეთის კლინიკაშია და მკურნალობისთვის დამატებით თანხა გახდა საჭირო, რისი შესაძლებლობაც მის მარტოხელა დედას არ აქვს და საზოგადოების დახმარება სჭირდება

თქვენი წყალობით ლუკა უკვე თურქეთშია, თუმცა დამატებით საჭიროა გახდა 1000 დოლარიანი კვლევა რომლისთვისაც მზად არ ვიყავით. ორი წლის ლუკა გორგოშაძემ გადაიტანა იშემიური ინსულტი, აქვს მარცხენა მხარის პარეზი...

საზოგადოება 1695816900

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 28 სექტემბერს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V...

საზოგადოება 1695816120

ჯაბა
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...

განათლება 1695811715

tbc
გადაიხადე კომუნალურები თიბისი ფეიზე!

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811593

tbc
ავტომატიზებული კომუნალური გადახდები თიბისი ფეიზე

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811363