საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს - პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება

saq

საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა ციფრული ტრანზაქციების შესრულებით უკვე მილიონამდე ბილეთი დააგროვეს. გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად, 13 იანვრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა და მისი გამარჯვებულების ვინაობა 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. ინდ. მეწარმეებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ციფრულ ბილეთებს აგროვებდნენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ფულადი პრიზიდან ერთ-ერთი მიიღონ.

6 ნოემბერს გამოვლინდება როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ასევე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე თამაშდება:

· 10 000 ლარი - მთავარი პრიზი

· 500 ლარი (6-ჯერ)

· 200 ლარი (50-ჯერ)

· 100 ლარი (335-ჯერ)

· 50 ლარი (850-ჯერ)

შესაბამისად, მთავარი პრიზის მფლობელი ერთი ადამიანი გახდება, ხოლო სხვა ფულად პრიზებს ასეულობით ინდ. მეწარმე მიიღებს.

გათამაშებაში ბილეთების დაგროვება საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში - ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებული აქტივობებითაა შესაძლებელი. ბილეთები გროვდება ისეთი ყოველდღიური ტრანზაქციების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ მცირე მეწარმეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააციფრულონ საკუთარი საქმიანობა, დაზოგონ დრო და რესურსები ჩვენი ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის დახმარებით. ამასთან, მიიღონ ფულადი პრიზები. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია მეწარმეობის ხელშეწყობაზე, მცირე ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებაზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე ტექნოლოგიების დახმარებით. ამიტომაც, ჩვენ მომავალშიც გავახორციელებთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ინდ. მეწარმეების საჭიროებებს უპასუხებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, გამარჯვებულები საქართველოს ბანკისგან მიიღებენ შეტყობინებას და ციფრულ არხში - ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას ვირტუალურ სასაჩუქრე ყუთს ნახავენ, რომლის გახსნის შედეგად გაიგებენ, თუ რა ოდენობის თანხა მოიგეს.

საგულისხმოა, რომ თუ პირველ ეტაპზე ვერ გაიმარჯვეთ, მომდევნო ეტაპებზეც გაქვთ შესაძლებლობა, დააგროვოთ ბილეთები. ამასთან სამივე ეტაპზე დაგროვებული ბილეთები ფინალური პრიზის -  50 000, 30 000 ან 20 000 ლარის მოსაგებად გამოიყენოთ.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი.

მაგრამ, თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, შეგიძლიათ გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწეროთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდეთ ბიზნეს ინტერნეტბანკში.

ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც მით უფრო გაიზრდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოპოზიციაააა
„ვითხოვთ მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას“ - არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...

პოლიტიკა 1733471628

პოლიტიკა
„რუსეთი ახლა ცდილობს მანამდე გაიფორმოს ეს ქვეყანა, სანამ აშშ-ში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება მოლაპარაკებები“ - ზურაბ ჯაფარიძე

 "რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...

პოლიტიკა 1733471550

როიტენი
„EU-მ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ოცნების“ ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით“ - როიტენი

ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...

პოლიტიკა 1733468351

ნიკა გვარამია
„ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს“ - მარიკა არევაძე

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია:   "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...

პოლიტიკა 1733468102

ლიეტუვა
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც  მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...

პოლიტიკა 1733466513

პარლამენტი
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...

პოლიტიკა 1733466395