ბიზნესი & ეკონომიკა • 1700492206 44
17 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე, სასტუმრო სტამბის The Dome-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.
ღონისძიებაზე ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ დღისთვის დამატებით დაწესდა ორი სპეციალური პრიზი.სულ ნომინირებული იყო 25 ბიზნესი და გამარჯვებულია 9
ნომინაციები კი ასე გამოიყურებოდა:
წლის ფერმერი - რევაზ ბერიძე, რძის გადამუშავება, ყველის დამზადება, სამცხე-ჯავახეთი.
ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი - ირაკლი ხუტურიძე, გუდის ყველის წარმოება,კახეთი.
წლის აგროტურისტული ობიექტი - მარიანა ბალასანიანი, საოჯახო სასტუმრო, სამცხე-ჯავახეთი.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მქონე აგრობიზნესი- ბესარიონ ჯანგირაშვილი, ჩირის წარმოება,მცხეთა-მთიანეთი.
წლის განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი - ზურაბ სადათერაშვილი, ლოკოკინების ფერმა,მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, სამცხე-ჯავახეთი.
ფერმერი საოკუპაციო ხაზთან - ზუკა მახარაშვილი,სასათბურე მეურნეობა, შიდა ქართლი.
წლის აგრიტექ პროექტი - ზვიად მირიანაშვილი, ლურჯი მოცვის წარმოება, გურია.
წლის ქალი ფერმერი - ნათია ღურწკაია, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მერძევეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაცია - გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ფერმერი - გიორგი ხითარიშვილი, მემცენარეობა, სამცხე-ჯავახეთი.
ღონისძების ოფიციალურ ნაწილს, 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციიებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.
„მოხარული ვართ, რომ კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ეს უკვე ტრადიციად გვექცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და თანაც აგრომიმართულებით.ფერმერები არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ამ შორმის დაფასება. მინდა მივულოცო თვითოეულ მათგანს დამსახურებული ჯილდო“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.
ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, სპონსორები: ველი სთორი, ალდაგი,სანტე, თელიანი ველი,Soplidan.ge და სხვა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...
შემთხვევა • 1701807901
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701807832
"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...
სოცმედია • 1701807300
ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...
ეს საინტერესოა • 1701807000
"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?.... სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...
სოცმედია • 1701806700
"ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...
სოცმედია • 1701806100
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი