საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1643022353 43

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ბრიქსი“, მეტრო სარაჯიშვილთან, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს- Sarajishvili Tower- აშენებს. პრემიუმ კლასის, თანამედროვე, ენერგოეფექტური მასალებით აშენებული კომპლექსი 21 სართულიანი იქნება, საიდანაც 3.300 კვ.მ-მდე დაეთმობა კომერციულ ზონას (ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებს). ასევე, განთავსდება 3-დონიანი ავტოსადგომი. პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პროექტის ჯამური მოცულობა 7.2 მილიონი აშშ დოლარია. აქედან საქართველოს ბანკის საინვესტიციო წილი კი 5.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
„ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებში ჩართულია პროფესიონალთა გუნდი, გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, თანამედროვე და ენერგოეფექტური მასალები. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ გამწვანებულ და დაცულ ეზოს, კომფორტულ და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას; პანორამული ფანჯრებიდან თბილისის საუკეთესო ხედებს, შესანიშნავ ლოკაციას და კომერციულ ზონას. მოხარული ვართ, რომ ამ პირობების გარდა, გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს საქართველოს ბანკთან ერთად ბინის „გარანტირებული შენაძენით“ ყიდვა შევთავაზოთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ მაჭარაშვილმა.
„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, ბანკი მომხმარებელს ზარალს მაქსიმალურად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში ის საუბრობს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ამბობს,...
პოლიტიკა • 1653548125

აშშ-ს სალეჩო დამოუკიდებლბის დღეს გვილოცავს. „საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვ...
პოლიტიკა • 1653547870

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიამ უკრაინაში ომის მხარდაჭერით იმედები გაუცრუა. ამ თემაზე მან ERT1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "შეუძლებელი იყო ყველა ეკლესიისთვის, არ და...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653547098

დღეს, 26 მაისს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ის 83 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არ...
პოლიტიკა • 1653546649

უბედური შემთხვევა თბილისში. ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილვ...
შემთხვევა • 1653545869

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთი ომის დროს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობას სხვადასხვა ფორმით იყენებს, როგორც ტაქტიკას. დენისოვა ამბობს, რომ ამ ტაქტიკას იყენებენ ს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653545123