საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1656567240 18

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება.
პროექტის ფარგლებში ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 180,000 ლარს უტოლდება. ფინანსური რესურსი დანადგარების შეძენასა და ყველის აუზების განახლებას მოხმარდა. კომპანია წელიწადში 40 ტონამდე მოცულობის ქარხნულ ყველსა და სულგუნს, ასევე 4 ტონამდე კარაქს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოებინა ყველის საწარმო და კიდევ უფრო მეტად გვეფიქრა სამომავლო განვითარებაზე. სასიამოვნოა, როცა ბანკი ცდილობს მცირე მეწარმეს მის საჭიროებაზე მორგებული პირობები შესთავაზოს და ხელი შეუწყოს ბიზნესის გაფართოებას. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, არ გავჩერდეთ და გავაძლიეროთ ბიზნესი, ჩვენი რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავადაც გვაქვს ფერმა, დამატებით ჩვენ რძეს სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიძენთ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა“,- აცხადებს მცირე მეწარმე, რაფაელ კაროიანი.
„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტ ბიზნესს და ადგილობრივ წამოწყებას შევუწყოთ ხელი საქმიანობის განვითარებაში“,-განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...
სოცმედია • 1660159852

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...
ეს საინტერესოა • 1660159125

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...
საზოგადოება • 1660157119

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660150800

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...
სამართალი • 1660150631

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.
მსოფლიო • 1660147344