საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ბუღალთერთა ფორუმი

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ, ამ მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და Balance-თან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის პროექტის - „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ შესახებ შეხვედრა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა.

 

შეხვედრა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და  სასტუმროების მფლობელებისთვის იყო საინტერესო. ასევე, ბუღალტრებისთვის, მენეჯერებისთვის, დირექტორებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის.

 

ღონისძიებაზე მისული სტუმრები გაეცნენ თუ რა თანადაფინანსების  შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ციფრული ბუღალტერიის პროექტში ჩართულ კომპანიებს;  ასევე მიიღეს დამატებითი  ინფორმაცია  Balance-ისა და Cloud-ის აღრიცხვიანობის მთავარ უპირატესობებზე,  რომლებიც ბიზნესს  ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.

 

ბუღალტერიის განვითარების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებას 50 კომპანია მიიღებს, რომლებმაც პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. კომპანიებს ასევე ადგილზევე შეეძლოთ დარეგისტრირება.

 

„მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს, დღეს ყველაზე მეტად  ბიზნეს პროცესებისა და მათ შორის ბუღალტერიის სწორი და დროული აღრიცხვა სჭირდება. კომპანიის ფინანსურ ინფორმაციაზე სწრაფად წვდომა ის მინიმალური კომფორტია, რაც მენეჯერებმა საკუთარ თავს უნდა შეუქმნან. ბალანსი თავის დროზე სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბუღალტრებსა და მენეჯერებს ერთ სივრცეში ემუშავათ, თან ბაზასთან წვდომა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჰქონოდათ - ეს ქლაუდ ტექნოლოგიის მთავარი კომფორტია, უსაფრთხოებასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან ერთად. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ კი ის პროექტია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მენეჯერსა და ბუღალტერს მივაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ ბიზნესის გაციფრულებაში“- განაცხადა Balance-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, მარიამ მამულიამ.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი კომპანია, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ციფრული ბუღალტერიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად უკვე არა ერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები, პროგრამაში ჩართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან

 

სწორი და დროული აღრიცხვიანობა ბიზნესს სამომავლო წარმატების მიღწევაში ეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 31 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...

საზოგადოება 1675099680

შალვა ნათელაშვილი
„ტუფლები გვიჭერს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი „ტიკ ტოკზე“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე  მიმართა პოლიტი...

სოცმედია 1675094860

პაკისტანი
დაღუპულია 34 ადამიანი - აფეთქება მეჩეთში

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...

მსოფლიო 1675091969

ნაყოფია
კობა ნაყოფიამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭოც დატოვა

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...

პოლიტიკა 1675091339

სექსი
წყვილს 1000 დოლარს ჩუქნიან, თუ...

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.   გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...

ეს საინტერესოა 1675090556

ხოფერია
„არაკაცია“ - ხათუნა ხოფერია ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:   “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...

სოცმედია 1675089931