საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს

საქ

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას განაგრძობს. ფინანსური ინტიტუტის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“, ვაზისუბანში, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი, 3,364 კვ.მ ფართობზე ორ 14 და 15 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს, ჯამში  პროექტი 187 ბინაზე იქნება გათვლილი. . მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და 2024 წელს დასრულდება.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. კომპანია „სიაიჯი“ - სთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი სიანტერესო პროექტი ხორციელდება. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი წარმატებული დეველოპერული პროექტი აქვს,  მათ შორის ვაზისუბანსა და ნუცუბიძის პლატოზე. სამომავლოდ კიდევ არაერთი  სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ  კი აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.   როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ...

საზოგადოება 1718261436

სენაკის სასამართლოა
სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდ...

პოლიტიკა 1718261371

გზა
თბილისის მერია 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სარეაბილუტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლ...

საზოგადოება 1718261303

წერილი
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა“ - საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს - ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებე...

პოლიტიკა 1718261250

წულაძე.png
„ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს“ - ლევან წულაძე

ლევან (ჭოლა) წულაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ახალმა თაობამ გაუღვიძა იმედი დანარჩენებს და მისცა სტიმული წინა...

საზოგადოება 1718260442

გუბაზ სანიკიძე
„პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“ - გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერშ...

პოლიტიკა 1718258252