საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

გლდ

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართოების პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ ტერიტორიაზე 90 000 კვ.მ ფართის მშენებლობა იგეგმება, სადაც 26 000 კვ.მ-ზე სავაჭრო სივრცე მოეწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 33 350კვ.მ - ზე ორი საცხოვრებელი თაუერის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელი სივრცე 23 000კვ.მ-ს შეადგენს.

"აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თბილისში  ორ სავაჭრო ცენტრს -  ,,სითი მოლი საბურთალო’’ და,,სითი მოლი გლდანი’’ ფლობს.  ის  100-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტანსაცმლის, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდს, კინოთეატრს, სპორტულ კომპლექსს, კვების ზონას და სხვა  გასართობსა თუ მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.

პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის 2026 წლისთვის დასრულდება.

საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პორტფელში FMCG სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ინიცირებული ყველა პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ, მათ შორის „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება, ძლიერდება და ახალ მასშტაბებს იძენს. ამჯერად, აღნიშნული პროექტი სითი მოლი გლდანის გაფართოებას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ახალი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდები შემოიყვანოს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244