საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

გორი ინნ


საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორში 5 ვარსკვლავიანი, 119  ნომრიანი  სასტუმრო -  Gori Inn გაიხსნა.

 

სასტუმროში განთავსებულია 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით.

 

Gori Inn რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და საუნას აერთიანებს. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით გორში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება და გახსნა შევძელით. ვფიქრობთ, გორს, როგორც ტურისტულ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს და  მას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. გარდა ამისა, ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარულ ადგილად გორის მუზეუმი და გორთან ახლოს მდებარე უფლისციხე ითვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასტუმროების სექტორის განვითარება,  რადგან გორი იყოს კიდევ უფრო მეტად გამორჩეული ტურისტული ქალაქი, როგორც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის, ასევე მაღალი დონის სასტუმროების კუთხით“, - განაცხადა სასტუმრო Gori Inn-ის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშილმა.

 

“საქართველოს ბანკის ერთერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით ვაკა ისთეითმა  გორში ასეთი მაღალი დონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესის გაძლიერებას და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685

გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472

ახალგზრდა მეტროში
საგანგაშო ვიდეო - „სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვუყუროთ ამას ასე მშვიდად?“

სოციალურ ქსელში უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრი მეტროს მოძრავი მატარებლის კარს აღებს და ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება. ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ მორიგი ასეთი ვიდეო ვრცელდებ...

სოცმედია 1711640047