საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე მეურნეობა მოეწყო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1642749869 41

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმის, ხურმის, ქლიავისა და ბლის ბაღებს აერთიანებს. მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად ბანკის მხრიდან 81,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად შევძელით და ვავითარებთ ბიზნესს. ჩვენი თანამშრომლობა უკვე 6 წელია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად ვაფართოვებთ მეურნეობას და ვზრდით მოსავლის მოცულობას. წლის მანძილზე საშუალოდ 250 ტონა მოსავალს ვიღებთ უკვე. ასევე, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მეურნეობა სეზონურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ ვგეგმავთ საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, მარინა ცაცაბაშვილი.
„იმისათვის, რომ აგრო მიმართულების ბიზნესებმა შეძლონ განვითარება, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ახალი, საინტერესო პროდუქტები შესთავაზოს, იქნება ეს შეღავათიანი აგრო კრედიტი, დაფინანსება მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ბიზნესები და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბაიდენის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ აშშ აფასებს გლობალური უსაფრთხოები...
პოლიტიკა • 1653550217

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში ის საუბრობს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ამბობს,...
პოლიტიკა • 1653548125

აშშ-ს სალეჩო დამოუკიდებლბის დღეს გვილოცავს. „საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვ...
პოლიტიკა • 1653547870

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიამ უკრაინაში ომის მხარდაჭერით იმედები გაუცრუა. ამ თემაზე მან ERT1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "შეუძლებელი იყო ყველა ეკლესიისთვის, არ და...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653547098

დღეს, 26 მაისს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ის 83 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არ...
პოლიტიკა • 1653546649

უბედური შემთხვევა თბილისში. ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილვ...
შემთხვევა • 1653545869