საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679568148 44

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეოთხედ, სტუდენტებისთვის ყველაზე მასშტაბური, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი ტარდება.
კონკურსში მონაწილეობა ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა შეკრიბონ გუნდი და გაიარონ რეგისტრაცია. შეჯიბრში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 11 აპრილს დასრულდება.
საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავს, რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას.
შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელშიც თითოეული გუნდი მონაწილეობას საკუთარი უნივერსიტეტის სახელით მიიღებს. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები იმუშავებენ ბიზნესქეისებზე, გამარჯვებულებს კი საქართველოს მასშტაბით ტოპ საფეხურის მენეჯერები გამოავლენენ.
ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის საპრიზო ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს. პირველი ადგილის მფლობელს 11 000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი 6000 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3000 ლარს.
„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ჩვენი პარტნიორობით მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა და პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს „ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი“ წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, განივითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარები, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ ლოკალური სტუდენტური ქსელის წევრები“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
კონკურსში მონაწილეობისთვის, სტუდენტებმა უნდა დააკომპლექტონ 4-6 წევრისგან შემდგარი გუნდები. ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის პირველი ტური კი 24 – 25 აპრილს გაიმართება.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: BusinessCaseCompetition-04@tbsc.ge
კონკურსის მონაწილეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით მეილზე: competitionombudsman@protonmail.com

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ გათავისუფლებას ვერ შეაჩერებს - " მტრის მზაკვრული ქმედებები, რომელიც ქმნის სოციალურ და ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686046822

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნას...
საზოგადოება • 1686046606

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1686045974

BBC დანგრეული კახოვკის ჰესის ვიდეოს აქვეყნებს.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686044428

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში," წერს N...
მსოფლიო • 1686043385