საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების ზეთი ექსპორტზე გავიდა

ჯოლიო.jpg

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების  არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი  ექსპორტზე გავიდა. კომპანია ნეპალს, ტუნისს და სომხეთს 626 ტონა ზეთით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,  რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდა. საწარმოს  თვეში 3000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავების რესურსი აქვს,  რაც დაახლოებით 1,2  მლნ ლიტრი რაფინირებული და ბოთლში ჩამოსხმული ზეთის  წარმოებას უტოლდება.  კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში 65 ადამიანს ასაქმებს.

„ჩვენი კომპანია მზესუმზირის ზეთის გარდა, მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებულ „მზესუმზირის შროტსაც“ აწარმოებს,  რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და მისი 99 %-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. რაც შეეხება  ჩამოსხმულ ზეთს, ის  საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში გაიყიდება “იალონის” ბრენდის სახელით.  ჩვენ უკვე გავედით ექსპორტზე და სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას. ვაპირებთ ავითვისოთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა“,- განაცხადა  ლევან ტრაპაიძემ, კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

„მოხარული ვართ, რომ კომპანია სულ უფრო მეტად ვითარდება. ხარისხი და პასუხისმგებლობა კომპანიის ძირითადი ფასეულობებია, რის საფუძველზეც იქმნება პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და გაუმჯობესებაზე. „ჯოლიო“ არის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ის უწყვეტ რეჟიმში, ადგილზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიით, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტებითა და კვების ტექნოლოგებით, კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 100% მზესუმზირის ზეთს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმებში, რაც ახალი ბაზრების ათვისებას გულისხმობს“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯოლიო დაარსდა 2019 წელს და წარმოადგენს პირველ ქართულ ბიზნეს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მზესუმზირის ზეთის წარმოების სრულ ციკლს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ნედლეულის დამუშავება, დაწნეხა, რაფინირება, დაფასოება. ასევე, აწარმოებს ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. საწარმო  ISO 22000-ით არის  სერთიფიცირებული. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება ევროპის მიერ აღიარებულ სტანდარტებს და მუდმივად მოწმდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ლაბორატორიებში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გაქირავება
რა რუსები, თქვენ არ ინდობთ თქვენს ერს... როგორც ჩამოვედი თბილისში, ისე ვბრუნდები უკან - რას წერს პირველკურსელი სტუდენტი

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...

სოცმედია 1660159852

ასტროპროგნოზი
11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...

ეს საინტერესოა 1660159125

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 11 აგვისტოს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...

საზოგადოება 1660157119

კახოვკას ხიდი
გამანადგურებელი დარტყმა რაშისტებს - უკრაინელებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660150800

დაპირისპირება
ყოფილი დეპუტატისა და პოლიციის მაღალჩინოსნის დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...

სამართალი 1660150631

რუსი მამაო ქათმები
ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ - რუსმა მღვდელმთავარმა ქათმები დალოცა

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.  

მსოფლიო 1660147344