საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მილენიო ჯგუფი“ ახალ, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

მილენიო

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის განვითარებას და მწვანე მიმართულებით პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, “მილენიო ჯგუფი“  კრწანისის ქუჩა #6-ში ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

აღნიშნული პროექტი ორი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე სივრცეების, მიწისქვეშა ავტოსადგომისა და შიდა გამწვანებული ეზოს მოწყობას ითვალისწინებს. ის სრულიად ადაპტირებულია შშმპ - ებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროექტი ხორციელდება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით, რაც  GCPF - ის მიერ ჩატარებული აუდიტის მიხედვით, ენერგიის მოხმარებას 55%-ით ამცირებს.  გარდა ამისა, საცხოვრებელი კომპლექსი სეისმური, სტატიკური თუ სხვა დატვირთვების სრული გათვალისწინებით შენდება, ეს კი შენობების მაქსიმალურ კონსტრუქციულ მდგრადობას უზრუნველყოფს.

 

პროექტის მშენებლობა 2024 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ.  მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით „მილენიო ჯგუფი“ ახალ, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. მსგავსი პროექტები კარგი მაგალითია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტს ქვეყანაში  მწვანე მიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. მსგავსი მწვანე პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ყველასთვის ცნობილია, მწვანე, ენერგოეფექტური და მდგრადი შენობები დაპროექტებული და აშენებულია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის, რესურსების ეფექტურად მოხმარებისა და მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით. ამასთანავე, ის პირდაპირ არის დაკავშირებული და მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ დანახარჯებს. გარდა ამისა, ენერგოეფექტური შენობების გასაყიდი ღირებულება და მოთხოვნა საკმაოდ მაღალი, ხოლო გაუფასურების მაჩვენებელი დაბალია, რაც გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის“. - განაცხადა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459

ცეკვის მასწავლებელი  ცემა
ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...

საზოგადოება 1728463798