საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება

დაფინანსება


საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტრნიორობით, 2 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. ფორუმზე ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ.

 

შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარსდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.

 

ფორუმზე მონაწილეობას ასევე მიიღებენ: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ. 

 

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. არსებობს პრობლემები, რომლებიც ბარიერებს ქმნიან დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზებით ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე წინა წლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა და 2023 წელსაც საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ“, - განაცხადა SMEDA-ს დირექტორმა, გიგა ფაიქიძემ.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ბათუმში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა, ისეთს, როგორიცაა: ფინანსური ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, მოისმენენ ციფრული ბუღალტერიის საჭიროებებს, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესის უკეთ წარმართვასა და სამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

 

დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://bit.ly/3ky60TM

 

ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართველი
"რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა და არც მათი დამპალი სასამართლოს შიში არ მექნება" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლაშა რუხაია

ოთხ ქართველ მებრძოლს მოსკოვმა პატიმრობა მიუსაჯა. რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წარმომადგენლები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და როგორც დაქირავებული მებრძოლებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679596437

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრო...

საზოგადოება 1679596203

ევრო დოლარი
ნახეთ რა ეღირება დოლარი და ევრო 24 მარტს - ახალი კურსი

23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5768 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.0014 ლარი შეადგ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1679595466

ვაგნერი
პრიგოჟინი უკრაინაში "ვაგნერის" ოპერაციების შეჩერებას გეგმავს - Bloomberg

Bloomberg - ის ინფორმაციით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში თავისი დაქირავებული მებრძოლების ომში მონაწილეობის შეჩერებას აპირებს. სავარაუდო გადაწყვეტილების მიზეზი კი რუსეთის მიერ, ვა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679595335

ჩუგოშვილი
„ძალიან უცნაური ცვლილებები განიცადა პარტიის საგარეო კურსმა" - თამარ ჩუგოშვილი ოცნებაზე

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ პარტიის საგარეო კურსი უცნაურად შეიცვალა. „ძალიან უცნაური ცვლილებები განიცადა პარტიის საგარეო კურსმა. მე არ ვიცი რა...

პოლიტიკა 1679595219

პსპ
ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები - PSP-ს პასუხი ჯანდაცვის უწყებას

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  და აცხადებს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1679594436