საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის რაიონში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა

საქბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტიორი, პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქედის რაიონში, მერისის თემში, „ეკო ჰაუს მერისმა“ კოტეჯები მოაწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 900,000 ლარს უტოლდება, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი  200,000 ლარია.

„ეკო ჰაუს მერისი“ მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ. მოშორებით მდებარეობს. ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2 ადგილიან) და უნივერსალ (4-6 ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს.

„საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ და გავხსენით პირველი კოტეჯი. მან გამოიწვია დიდი გამოხმაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით კი, მივმართეთ საქართველოს ბანკს. სესხისა და რეინვესტირებული ფულადი სახსრების დახმარებით შევძელით კიდევ 4 კოტეჯის აშენება. კოტეჯებიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს მივმართავდით სასტუმროს განვითარებაში და ამის წყალობით ჩვენ შევძელით  მეტი კოტეჯების და რესტორნის აშენება” , - ამბობს ლარისა გავრილიუკ „ეკო ჰაუს მერისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ეს პროექტი, რომელმაც ახალი ტენდენცია შექმნა საქართველოს სასტუმრო ბიზნესსა და ტურიზმში, არ განხორციელდებოდა საქართველოს ბანკის დახმარების გარეშე. უკვე ბევრი მიმდევარი გვყავს და ბევრი აშენებს მსგავს კოტეჯებს  მთებში, მთელს ქვეყანაში. საქართველოს ბანკმა საკუთარი წვლილი შეიტანა არამხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ ტურიზმის განახლებაში კოვიდის რთულ პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბანკს იმისთვის, რომ თავიდანვე გვენდო და ირწმუნა ჩვენი იდეის და სულ მზად არის დახმარებისთვის“,- განაცხადა ლარისა გავრილიუკმა.

კოტეჯებისა და რესტორნის საინტერესო დიზაინი იდეალურად ერწყმის მთის ულამაზეს პანორამულ ხედებს. მისულ სტუმრებს განსატვირთად, ღია ვერანდაზე მოწყობილი ჯაკუზები და ჰამაკებიც დახვდებათ.

„ჩვენს საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სამომავლოდ, ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას ვაპირებთ, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას  ვგეგმავთ“,- დასძენს დამფუძნებელი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439