საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ტექნოლოგიური სამიტი Touch გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1669972681 27

ნოემბერი, 2022 - საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Touch22, 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.
კონფერენციაზე დასწრებას სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის მენეჯერები, მარკეტერები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები, ინოვატორები და სტუდენტები შეძლებენ. ღონისძიების მონაწილეები დაესწრებიან, როგორც სემინარებს, ასევე, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ მათთვის საინტერესო ახალი ადამიანები და დაამყარონ საჭირო კონტაქტები.
სამიტზე სპიკერები იქნებიან ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ბევრი ცნობილი კომპანიები.
სპიკერების სრული სიის ნახვას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ: https://touch.ge/summit/speakers
ტექნოლოგიურ სამიტზე შემდეგი მთავარი თემები იქნება:
Tesla AI-ზე დაკვირვება;
კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება;
ფოკუსი დესტრუქციებზე - როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?
მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა;
Human Machine Interface - წარსული, აწმყო, მომავალი;
ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები;
მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა;
Fast and Furious - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?
ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში;
საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს;
Reverse Engineering-ის გაცნობა და iOS სისტემის უსაფრთხოება;
მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია
კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში;
Oops-My Office is Gone - ბედნიერება სამსახურში;
Design Thinking - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია;
Behavioral Science - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში
ბილეთების შეძენა ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3VHKcSV
Touch22-ის ფარგლებში, სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა:
ჩაერთონ Startup Exhibition-ში;
ჟიურის საკუთარი სტარტაპი წარუდგინონ;
მოიგოს ფულადი პრიზი - 5000 ევრო.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...
საზოგადოება • 1675099680

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე მიმართა პოლიტი...
სოცმედია • 1675094860

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...
მსოფლიო • 1675091969

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...
პოლიტიკა • 1675091339

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...
ეს საინტერესოა • 1675090556

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია: “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...
სოცმედია • 1675089931