საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

კიაბაკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.

KIABI – ის პირველი ფილიალის  გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება.

 

KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და  ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ  საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME.

 

„კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით,  არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვერი ტაბიძემ, კომპანია ჯითექსის აღმასრულებელმა დირექტორმა

“საქართველოს ბანკისა  და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის  ფილიალი გაიხსნა.  მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908