საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებაზე Grammarly-ის წარმომადგენელი გამოცდილებას გააზიარებს

საქბანკიიი

საქართველოს ბანკისა და Startup Grind-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 18 ივლისს, თბილისში, სტარტაპერებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს.

 

Grammarly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტირების ხელსაწყო შექმნა. იგი პირველი „უნიკორნი“ სტარტაპია უკრაინიდან, შეხვედრა კი, Grammarly-ის მაგალითზე დაყრდნობით, ტექნოლოგიური კომპანიების გამოწვევებს შეეხება.  შეხვედრაზე იგორ კონონუჩენკო საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს, თუ როგორ იქცა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Grammarly-ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და რა როლი შეასრულა მილიარდიანი კომპანიის განვითარებაში. იგი ასევე დამსწრეებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გადაჭრან კომპლექსური საინჟინრო საკითხები და გააუმჯობესონ ტექნოლოგიური გადაწყვეტები სტარტაპში.

 

„საქართველოს ბანკი აგრძელებს ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებას და მათ შორის სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო შეხვედრების მხარდაჭერას. ჩვენთვის, როგორც დიდი ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შორის კომპეტენციის გაზიარებას შევუწყოთ ხელი. გამოცდილების გაზიარებითა და მისაბაძი მაგალითების ჩვენებით კი სტიმული მივცეთ, რათა შეძლონ ინოვაციების დანერგვა, უახლესი ტექნოლოგიების შექმნა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. ჩვენ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

 

შეხვედრა გაიმართება თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34-ში. სამუშაო ენაა ინგლისური. ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/e/m8p2kx/

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244