საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა

ვაინ

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ღვინის კომპანია „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა.

პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის საქართველოს ბანკისა და EBRD - ის ფინანსური ინვესტიციით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქარხანაში დამონტაჟდა 360 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები. კომპანია 2024 წლისთვის მზის პანელების დამატებას და ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე ეტაპობრივად  გადასვლას გეგმავს.

„ვაინ კახეთი“ ღვინის კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ის  არის  რეგიონში ერთ - ერთი ყველაზე დიდი წარმადობის, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანა, რომელიც კახეთის რეგიონის საუკეთესო ზონებში  საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახებს ფლობს. კომპანია 200 - ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„ვაინ კახეთი“ საქართველოს ბანკთან დიდი ხანია თანამშრომლობს და არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთად. ბანკის მხარდაჭერით, 2019 წელს, „ვაინ კახეთის“ შვილობილმა კომპანია  „ვივიმ“ ვენახები გააშენა, ხოლო 2021 წელს, ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენეთ, სასაწყობე ფართი მოვაწყვეთ და რეზერევუარები გავმართეთ.  მოხარული ვართ რომ ბანკი მუდმივად გვერდით გვიდგას ახალ წამოწყებებში და ამის დასტურია უკვე მესამე ერთობლივი პროექტი. ჩვენც არ ვჩერდებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ბიზნესს“,-განაცხადა ლევან ზილფიმიანმა, „ვაინ კახეთის“ დირექტორმა.

„გარემოზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მრავალი წელია მხარს ვუჭერთ აღნიშნული მიმართულების განვითარებას და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების წახალისებას. სწორედ ამ მიზნით და  ჩვენი მხარდაჭერით არაერთი პროექტია განხორციელებული. მოხარულები ვართ, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ვაინ კახეთთან“ ვთანამშრომლობთ, რომელსაც კარგად ესმის გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და ზიანის შემცირების მიზნით  მათ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყეს, რომელიც ქარხნის მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2019 წლიდან ვახორციელებთ და მოხარულები ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ კომპანიის სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდენენ. წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ახალი პროექტების მხარდაჭერას მწვანე მიმართულებით.“ - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს - ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...

სპორტი 1701721800

ღოღობერიძე
"ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ... - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...

საზოგადოება 1701721500

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 7 დეკემბრამდე - ნახეთ, განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...

საზოგადოება 1701721140

ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370