საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge მდგრადი ეკონომიკის კურსი დაემატა

საქბანკი მდგრადი


საქართველოს ბანკი ბიზნესის განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას ახლახან მორიგი კურსი, მდგრადი ეკონომიკა დაემატა. კურსი საინტერესოა ყველა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს, დანერგოს მდგრადი პრაქტიკები ყოველდღიურ საქმიანობაში, შეამციროს დანახარჯები და მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. კურსს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია უძღვება.

 

კურსი ათ ვიდეოლექციას მოიცავს და მისი გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლია. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

·

 

მდგრადი განვითარების კონცეფციის არსი;

·

 

კლიმატის ცვლილების გავლენა ბიზნესზე;

·

 

მდგრადი ბიზნეს მოდელები;

 

·

 

რესურს ეფექტიანობა და სუფთა წარმოება;

·

 

გარემოსდაცვითი მართვის სისტემები;

·

 

გარემოსდაცვითი სტანდარტები;

·

 

ენერგოეფექტურობა ბიზნესში;

·

 

მდგრადობა და ახალი პერსპექტივები;

·

 

მდგრადი ფინანსები.

“საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს, საპასუხოდ კი ქმნის პროექტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად მოამზადებს. ასეთი პროექტია ბიზნესკურსიც, რომელიც უკვე 50-მდე უფასო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს. პლატფორმა არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. იგი მუდმივად ახლდება. ახალი ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა - თანამედროვე ბიზნესისთვის რელევანტურ საკითხებს მოიცავს. თანამედროვე მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც  მწვანე ინიციატივებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ ახალი ბიზნესკურსი მსმენელებს გარემოსდაცვით საკითხებში ნავიგაციას გაუწევს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

დარეგისტრირდით მდგრადი ეკონომიკის ბიზნესკურსზე ამ ბმულიდან ან შეარჩიეთ სასურველი კურსი პლატფორმაზე Businesscourse.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰელსინკის კომისია
„MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს, ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მხარი დაუჭიროს“ - ჰელსინკის კომისია

 "MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...

პოლიტიკა 1725808634

ივანიშვილი
„კონსტიტუციაში ეკლესიის როლს ავსახავთ იმ ფორმით, როგორსაც იმსახურებს“ - ბიძინა ივანიშვილი

გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...

პოლიტიკა 1725808293

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს -  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...

პოლიტიკა 1725807825

მონა ჩიგოგიძე
ვიდეო: "რუსის მონა" - მოქალაქე დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს

ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს.   ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...

პოლიტიკა 1725807332

ენმ
რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...

პოლიტიკა 1725806071

ცესკო
ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...

საზოგადოება 1725804776