ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141 68
საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაა. პროგრამა ხუთდღიანია, ის 27 სექტემბერს დაიწყო
და 1 ოქტომბერს დასრულდება.
პროგრამის მეექვსე ნაკადში მონაწილეობას 29 მეწარმე ქალი იღებს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.
პირველ დღეს პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმობა გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს. მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნობიან. ასევე, გაიგებენ თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები; ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.
„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა კი ჩვენი ერთ - ერთი
პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” უკვე მე-6 ნაკადს ვიღებთ. ხუთდღიანი პროგრამა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ თეორიული ცოდნა გამოცდილი მენტორებისგან, რასაც სამომავლოდ მათი ბიზნესის განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის გამოიყენებენ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიცნონ და შეხვდნენ სხვა მეწარმეებსა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტებზე მუშაობას“ - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
“გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთი მხარს უჭერენ საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის დახმარება, საქართველოს სრულიად მოიცავს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ეკონომიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, როგორც ქალთა გაძლიერებისთვის ასევე, საქართველოს საზოგადოებისა და ეკონომიკისთვისთვის.“, განაცხადა ია დადუნაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერმა.
ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 125 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიულ განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვან...
საზოგადოება • 1701716999
"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო: "აჭარა აჭარლებს, კოწიები ჩოლოქს იქით!" "კოწიებს" აჭარლები გურულებს ეძახიან და ეს ხუმრობა დაახლოებით იგივე შინაარასს ატარებს, რასაც თბილისელ...
სოცმედია • 1701716649
გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია, თავდა...
შემთხვევა • 1701716378
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...
სოცმედია • 1701699996
არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...
პოლიტიკა • 1701699536
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...
პოლიტიკა • 1701698359
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი