საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი უნიკალური სივრცე − 4B-ს, ფილიალი გახსნა, რომელიც  ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა

ახალი საქბანკი

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალი გახსნა, რომელიც მოხმხმარებლების საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა.

 

4B ის სივრცეა, სადაც საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო  პარტნიორი ბიზნესები  განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობენ.

4B მათ სთავაზობს:

· პროქტის დაფინანსებაზე მუშაობისას პერსონალური ბანკირის და ფინანსური ანალიტიკოსის მომსახურებას;

· შეხვედრებს დარგის ექპერატებთან და შესაძლებობას მიიღონ მათგან ბიზნეს რჩევები;

· საინტერესო ბიზნეს ღონისძიებებს;

· პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს (Google Ads, Meta, Linkding ads, Harward Business Review, Shopify და სხვა)

·  შესაძლებლობას დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და დაგეგმონ შეხვედრები;

ახალი ფილიალი 20 სექტემბერს, გუდიაშვილის ქ.#2 - ში გაიხსნა.

„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და  საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. განსხვავებული კონცეფციის მქონე 4B ფილიალი საქართველოს ბანკის ის სივრცეა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ  ბიზნესისთვის კიდევ  მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და წინსვლაში. ამ სივრცეში ბიზნესებს არაერთი საინტერესო სიახლე და კონკეტულად მათთვის შექმნილი შეთავაზება დახვდებათ. მოხარულები ვართ ამ სიახლით და მიგვაჩნია, რომ ეს სივრცე ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს პარტნიორებს და დაეხმარება მათ ახალ იდეებში, ბიზნესის სწორი მიმართულებით  განვითარებაში  და ახალი  ურთიერთობების დამყარებაში.  ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.“  - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს - ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...

სპორტი 1701721800

ღოღობერიძე
"ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ... - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...

საზოგადოება 1701721500

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 7 დეკემბრამდე - ნახეთ, განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...

საზოგადოება 1701721140

ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370