საქართველოს ბანკსა და სასკოლო ლიგას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

liga

ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი არა ერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტის 15სახეობაში - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა -ტურნირები ჩატარდება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება. შედეგად, მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების შესაძლებლობების, ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას, მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სასკოლო ლიგასთან გაფორმებული მემორანდუმიცსწორედ ამ მიზანს ემსახურება - მივცეთ კიდევ უფრო მეტიშესაძლებლობა მოსწავლეებს, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. რაც მომავალში დაეხმარება მათ, შექმნან უკეთესი, უფრო ჯანსაღი მომავალი.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოტო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...

შემთხვევა 1701807901

სელფი
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701807832

ხაინდრავა
"ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია..." - რას წერს გოგა ხაინდრავა

"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...

სოცმედია 1701807300

საჩუქარი
როგორი საჩუქრით გავახარებთ ზოდიაქოს ნიშნებს?

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...

ეს საინტერესოა 1701807000

ბიბო ბაიაშვილი
"გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?....  სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...

სოცმედია 1701806700

ნანუკა ნიცა
„ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას -მკიდიხარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნიცა თავაძეზე

"ძალიან მაგარია,  როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...

სოცმედია 1701806100