საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბი" ახალ ფილიალს გახსნის
ბიზნესი & ეკონომიკა • 1665047555 190

–საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე დახალ ფილიალს გახსნის.აგროჰაბის ახალი ფილიალის სავაჭრო სივრცის მთლიანი ფართობი1400 კვ.მ-ია, 1000 კვ.მ დაეთმობა ავტოსადგომს, ხოლო 750 კვ.მ-ს დაიკავებს აგროჰაბის კაფე.
აგროჰაბი საქართველოში,როგორც ბრენდი კვების მრეწველობაში, ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. მისი კონცეფცია - 100% ნატურალური, ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტების წარმოება და რეალიზაციაა, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე გადის მრავალ საფეხურიან შემოწმებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა,კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა, გავხსნათ დამატებით ახალი ფილიალი, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ბუნებრივია ბიზნეს კონცეფცია, ბრენდის ნიშა და ღირებულებები უცვლელი რჩება. ახალი ფილიალის ვიზუალი გამორჩეული და საინტერესო დიზაინით შევქმენით თუმცა, ის არ არღვევს აგროჰაბის ბრენდის ვიზუალურ არქეტიპს. სავაჭრო სივრცე მაქსიმალურად ათვისებულია და რა თქმა უნდა, მთლიანად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ღირებულებებს. ამ ეტაპზე, ახალ ფილიალში, დაახლოებით 200 ადამიანი დასაქმდება“ - განაცხადა აგროჰაბისგენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.
„გვახარებს ის ფაქტი, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა აგროჰაბის მაღალ ხარისხიან, ნატურალურ პროდუქციას.ახალი ფილიალის გახსნა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. საქართველოს ბანკი წარმატებას უსურვებს „აგროჰაბს“ და მომავალშიც განაგრძნობს ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.
ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან აგროჰაბის წარმოება სერთიფიცირებულია ISO – 22000 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირებით. აგროჰაბის რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ღვინის მარანი- ყველაფერი აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვადასხვა სახის (ფიზიკო-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ვეტერინარულ)ლაბორატორიაში მოწმდება.ხდება ყოველდღიური შემოწმება ხილ-ბოსტნეულის ნიტრატების მაჩვენებლებზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხვდება ის დახლზე.

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1696264944

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...
საზოგადოება • 1696264651

ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
საზოგადოება • 1696262986

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შ...
განათლება • 1696257903

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სიცქსელში წერს: „ახალი მოთრეულები იყვნენ , ჩვენებს ოფისებსა თუ სახლებში რომ უვარდებოდნენ და თოქშოუებში ერთი-ორი ადამიანის გარდა ვერავინ ბედავდა ჯოგის პირისპირ დაჯდომას ,...
სოცმედია • 1696256057

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ გან...
პოლიტიკა • 1696253827