საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“  მორიგი ღონისძიება გაიმართა

მარცხის ისტორიები

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა.

ინიციატივის ფარგლებში ღონისძიების სპიკერები 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც კარიერის განმავლობაში საკუთარი მარცხის ისტორიები დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს. ესენი არიან: Kings International-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი ვეკუა; Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი და Kovzy-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ცინცაძე. ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, გიორგი ბურდული უძღვებოდა.

„საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში. მსგავსი სახის ინიციატივები მარცხის მიუხედავად ადამიანებს აძლევს მეტ მოტივაციას, არ დანებდნენ და ბოლომდე მიჰყვნენ საკუთარ მიზანს - აკეთონ ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. რაც შეეხება სპიკერებს - ისინი 500 Georgia-ს მონაწილეები არიან, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს, სანამ საკუთარი სტარტაპი ისეთ წარმატებულ ბიზნესად არ აქციეს, როგორიც დღესაა. შესაბამისად, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმატებული ადამიანების წარუმატებელი ისტორიები მოესმინათ და გაეგოთ თუ როგორ არ უნდა დანებდნენ წარმატების გზაზე“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, „მარცხის ისტორიები™“ არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, Kings International-ი არის პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში. პლატფორმა ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ პანდემიის პერიოდში შექმნეს და სწორედ ამ იდეით ისინი 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები გახდნენ.

 

ალექსანდრე ცინცაძე და სანდრო დარსაველიძეც 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები არიან, რომლებმაც პლატფორმა KovZy შექმნეს. აღნიშნული პლატფორმა ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს რესტორნებისთვის და მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მიაწოდონ შეკვეთები. KovZy-მ ოპერირება 2021 წელს დაიწყო და ის ორი უმნიშვნელოვანესი მოდულისგან შედგება: ონლაინ გაყიდვები და QR menu.

რაც შეეხება Phubber-ს - ეს არის პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი და აქსესუარები. შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორეული ნივთების აღმოჩენა. სტარტაპი 2019 წელს გიორგი ლოსაბერიძემ და ანანო დოლაბერიძემ დაარსდა და Phubber-მაც 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია.

 

500 Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ, კახოვკას ჰესის აფეთქებას პანიკად აფასებს და წერს, რომ ამის შემდეგ, მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება.  "რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნ...

პოლიტიკა 1686041429

ჰესი
ოკუპანტების რომელმა ქვედანაყოფმა ააფეთქა კახოვკის ჰესი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ ააფეთ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686041198

სალომე ზურაბიშვილი
ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. ზურაბიშვილმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. "კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადე...

პოლიტიკა 1686041018

კალაძ
კახა კალაძე: ამ ქვეყანაში რადიკალიზმს და ბოროტებას მომავალი არ აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარ...

პოლიტიკა 1686040445

IDFI
რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას "რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში": "კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ" უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი...

პოლიტიკა 1686040313

მესხის სტადიონი
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყო...

საზოგადოება 1686040098