საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გეოდე“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

საქბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ბრენდი და ონლაინ მაღაზია, „გეოდე“, ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.

კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში მოზიდული 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კი,

„გეოდე“ ადგილობრივ ნაწარმს ამერიკისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე განათავსებს.

ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესის იდეა, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის. ბრენდის მიზანიც, ხელოვნებიდან მიღებული ინსპირაციით, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, კომფორტული პროდუქციის შეთავაზებაა. „გეოდე“ მომხმარებლებს მათთვის სასურველი ინიციალებით თუ წარწერით, ფეხსაცმლის უნიკალური დიზაინისა და მოდელის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

„ჩვენთვის ფეხსაცმელი განსაკუთრებული აქსესუარია, რომელიც ადამიანს კომფორტულობას, სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას აგრძნობინებს. ფეხსაცმლის შექმნას აღვიქვამთ, როგორც ხელოვნებას, რომელიც მოითხოვს ბევრ დეტალს, დიდ მონდომებასა და ენერგიას. თითოეულ დიზაინს ჯერ წარმოსახვაში ვაცნობიერებთ და შემდეგ რეალობაში გადმოგვაქვს.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა ეს ყველაფერი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მომხმარებელს  შევთავაზოთ პროდუქცია, როგორც საკუთარი თავის და ინდივიდუალურობის გამოხატვის ერთ-ერთი გზა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ ხებრელაშვილმა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა. სულ მალე, ჩვენი პარტნიორის, კომპანია „გეოდეს“ მიერ საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია, საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის სამომავლო განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „გეოდეს“, ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებთ ადგილობრივი მეწარმეებისა და ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ალიევი ზურაბიშვილი
მოხარული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას - ალიევის მილოცვა ზურაბიშვილს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ილჰამ ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანულ-ქართული კავშირებ...

პოლიტიკა 1653554654

სიმონიანი
„ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჰქვია და არა - ომი“ - მარგარიტა სიმონიანი უკრაინაზე

მარგარიტა სიმონიანი, კრემლის სხვა პროპაგანდისტებთან ერთად ცდილობს, უკრაინასთან ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესუსტებული პოზიციები გაამართლოს. ამისთვის სიმონიანი მთელ რიგ არგუმენტებს იყენებს. მაგა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653554368

ხიდურელი
მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სახელით მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ტრადიციულად, როდესაც ყველა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" უერთდება დღესასწაულს და თბილისში წარმოდგენილები ვართ სამეწარმეო ბაზრობით, რომელშიც მონაწილეობენ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1653553577

მაკრონი
ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოუწოდებს, ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქიცების ევროპულ პოლიტიკას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან წერილი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დროს, როგორც არასდროს, აუცილე...

პოლიტიკა 1653553279

გივი სიხარულიძე
„გაცოფებული ვარ“ - გივი სიხარულიძე ლევან ბერძენიშვილზე

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. როგორც აღნიშნა, უკიდურესად გაბრაზებულია. „ერთ რამეს გეტყვით და ზუსტად ისე დაწერეთ: მე შვილივით მიყვარს და ძ...

საზოგადოება 1653553059