საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1656574680 20

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და თაფლის წარმოებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 610,000 ლარს უტოლდება.
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ჩვენი ბიზნესი ზრდას და განვითარებას განაგრძობს. მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ამჟამად თაფლის რეალიზაცია 2 ტონას, ხოლო მარწყვის - 5 ტონას უტოლდება. პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, გეგმაში გვაქვს დამატებითი ფართობის ათვისება და ახალი ბაღების გაშენება. ბანკთან პარტნიორობით, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც, რომელიც 20 ტონამდე მოსავალს ინახავს. გვინდა სამომავლოდ მეტად გავაფართოვოთ ჩვენი აგრობიზნესი, მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუზრუნველვყოთ პროდუქციის რეალიზაცია“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, დავით კუჭუხიძე.
„ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება. მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მსგავსი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...
სოცმედია • 1660159852

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...
ეს საინტერესოა • 1660159125

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...
საზოგადოება • 1660157119

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660150800

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...
სამართალი • 1660150631

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.
მსოფლიო • 1660147344