ბიზნესი & ეკონომიკა • 1695986922 59
სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP”, „კომპანია“), ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, მდგრადობასთან დაკავშირებული 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას სასტუმრო „რუმსში“ უმასპინძლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარიგებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სტრატეგიული ინვესტორების წარმომადგენლები. სს საქართველოს კაპიტალის მთავარ სტრატეგიულ ინვესტორებს წარმოადგენდნენ კომპანიის გრძელვადიანი პარტნიორები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ:
ირაკლი გილაური, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, საქართველოს კაპიტალი;
ალკის დრაკინოს, კავკასიის რეგიონის დირექტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
სიუზან გაბური, კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, აზიის განვითარების ბანკი (ADB);
ნია ბერია, ასოცირებული საინვესტიციო ოფიცერი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB);
რაფალ გოლებიოვსკი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, რომელთა შორისაც იყო: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის ბოლოდროინდელი და სხვა მსგავსი გარიგების გამოცდილება, კომპანიის და სტრატეგიული ინვესტორების მიზნები მდგრადობასთან დაკავშირებით, ინვესტორთა მოლოდინები და მათი უპრეცედენტო დაინტერესების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა, სს გალტ & თაგარტისა და შპს თიბისი კაპიტალის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონალურ ბაზარზე.
სს საქართველოს კაპიტალის შესახებ:
სს საქართველოს კაპიტალი არის დიდ ბრიტანეთში დალისტული Georgia Capital PLC-ის („ჯგუფი“, Ticker: CGEO) 100%-იანი შვილობილი კომპანია. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოს მასშტაბით ბიზნესების ყიდვა და განვითარება. კომპანია თავის ბიზნესებს ეხმარება მენეჯმენტის ინსტიტუციონალიზაციასა და წარმატებულ ბიზნესებად გარდაქმნაში, რომლებიც შემდგომში შეძლებენ გარკვეული ზედამხედველობით ან დამოუკიდებლად განვითარებას. კომპანიის პორტფელის ღირებულება 2022 წლის 31 დეკემბრისთვის არის 3.2 მილიარდი ლარი, ხოლო NAV (Net Asset Value) შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.georgiacapital.com
სს გალტ & თაგარტის შესახებ:
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანია გალტ & თაგარტი მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორატიული საკონსულტაციო და კაპიტალის ბაზრის მომსახურებები, კონკურენტული საბროკერო და წამყვანი კვლევის მომსახურებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge
შპს თიბისი კაპიტალის შესახებ:
თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, ლიცენზირებული საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ემსახურება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.tbccapital.ge
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...
სოცმედია • 1701699996
არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...
პოლიტიკა • 1701699536
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...
პოლიტიკა • 1701698359
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე კი 9 კმ, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო. ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მ...
მსოფლიო • 1701697949
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. "რუსეთის საოკუპაციო ძალების...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1701697525
ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფელ ნაფარეულის ტყეს უკიდია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის...
საზოგადოება • 1701697366
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი