სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროექტი ხორციელდება

გურამიშვილი.JPG

 

 

26 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს სამართლებრივი  და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" გახსნის ცერემონია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ღონისძიებაზე ოფიციალური მისალმება გააკეთეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.

დაძმობილების პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველი კომპონენტის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს შესწორება და განახლება. მეორე მათგანი ითვალისწინებს გამართული, ეროვნულ დონეზე რეგულირებული სარკინიგზო ბაზრის/სექტორის შექმნას. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ის ემსახურება რკინიგზის შესაბამისი უწყებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ პარტნიორებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ყველა აქტივობა უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

ღონისძიებას დაესწრნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოდან, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ასევე დაძმობილების პროექტის ლიდერები და მთავარი ექსპერტები საქართველოდან და პოლონეთიდან.

 

დაძმობილების პროექტი ხორციელდება პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის სარკინიგზო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან ერთად. პროექტი დაიწყო 2021 წლის მარტში და მისი საერთო მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოებისა და საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439