შეიძინე ჰამაკები ონლაინ

ჰამაკი

დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად ჰამაკის შეძენა სივრცეს კიდეფ უფრო მყუდროს და კომფორტულს ხდის. კომპაქტური ჰამაკები შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ ლაშქრობაში და თან წაიღოთ სამოგზაუროდ. მისი განთავსება შესაძლებელია ისეთ სივრცეში, სადაც ორი საყრდენია, თუმცა ხშირად ჰამაკის მოთავსება სახურავის ქვეშ, კედლებზე, ან ჭერზეც დასაშვებია.

ლილოშოპი ჰამაკების მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ. ვებგვერდზე ერთადგილიანი და ორადგილიანი ჰამაკები შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელთა ფასები 29.90 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობს. წარმოდგენილი პროდუქციის მაქსიმალური დატვირთვა 100 კგ-ია, ხოლო მასალად მყარი ბამბაა გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ლილოშოპში ყველაზე კონკურენტული ფასები მოქმედებს, ხოლო მიწოდების სერვისი საშუალებას გაძლევთ, რომ სასურველი პროდუქტი თქვენივე მისამართზე მიიღოთ.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ჰამაკის შერჩევისას?

დიზანი - ჰამაკების დიზაინის რამოდენიმე მახასიათებელი არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ხეებზე, ბოძებზე, კედლებზე დასამაგრებელი ჰამაკები, რომელიც სპეციალური მარყუჟებით  არსებულ საყრდენზე მაგრდება. ზოგიერთ მოდელს ჯვარედინი ზოლები გააჩნია, რაც ხელს უშლის ქსოვილის დეფორმირებას. რაც შეეხება ჯოხით აღჭურვილ პროდუქციას, ის განკუთვნილია ერთზე მეტი ადამიანისთვის და ამ ტიპის მოდელები დაკეცვისას ძალიან მცირე ადგილს იკავებენ. ჰამაკის დიზაინის ტიპი დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე, ამიტომ მისი შერჩევა ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარეა მიზანშეწონილი.

მასალა - ტურისტული დანიშნულების ჰამაკები ძირითადად პოლიესტერისგან და ნეილონისგან მზადდება. ბიუჯეტური პროდუქცია ძირითადად პოლიესტერისგანაა დამზადებული და მისი ძირითადი მახასიათებელია გამძლეობა, შედარებითი სიხისტე და დიდი ზომები. რაც შეეხება ნეილონის ქსოვილს ის მსუბუქი და გამძლეა, ამასთან მსგავსი მასალით შექმნილი მოდელები ბევრად უფრო კომპაქტურია. ნეილონი უფრო სასიამოვნოდ ერგება სხეულს და მეტი ელასტიურობით გამოირჩევა.

 

ნაკერები - მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ნაკერების ხარისხს და რაოდენობას. იმ ადგილას, სადაც ქსოვილზე დიდი დატვირთვა მოქმედებს საჭიროა ოთხი, ან ხუთი პარალელური ნაკერი სიმძიმის თანაბრად გადასანაწილებლად. გასათვალისწინებელია, რომ ჰამაკის ძირითადი ნაწილი ერთი ნაჭრისგან უნდა იყოს დამზადებული. ერთადერთი გამონაკლისია ორმაგი ჰამაკი, რომელიც ქსოვილის დამატებითი ზოლებით ორივე მხარეს იზრდება.

ზომები - ზოგადად რაც უფრო გრძელი და განიერია ჰამაკი, მითი უფრო კომფორტულია მისი გამოყენება. დიდი ზომის ჰამაკიდან გადმოვარდნა რთულია, მასში ტრიალი მოსახერხებელია და თანაბარი ჰორიზონტალური პოზიციის დაკავება უფრო მარტივია.

 

21-ე საუკუნეში კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. თუ ჰაიკინგს გეგმავთ, ან სახლში მყუდრო დასასვენებელი სივრცის მოწყობა გსურთ ჰამაკის შესაძენად ლოდინი ნამდვილად არ ღირს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხაბეიშვილი
დიახ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები - ხაბეიშვილი

"როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად  რუსული პარტია და სახელისუფლებო  მედია ...  დიახ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები! დიახ, ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციას, ვუფრთ...

პოლიტიკა 1686048384

უკრაინა კონტრშეტევა
ჰესის აფეთქება კონტრშეტევას ვერ შეაჩერებს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ გათავისუფლებას ვერ შეაჩერებს - " მტრის მზაკვრული ქმედებები, რომელიც ქმნის სოციალურ და ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686046822

ფესტი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნას...

საზოგადოება 1686046606

ევექსი
ევექსი ჰოსპიტლები EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...

ბიზნესი & ეკონომიკა 1686045974