შემოღებულია ახალი რეგულაციები - რა წესები დაამტკიცა ეროვნულმა ბანკმა

ეროვნული ბანკი

ყალბი ფულის ნიშნების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების შესაბამისი წესი დაამტკიცა.

სებ-ის ინფორმაციით, დოკუმენტით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელმა პირებმა ყალბი ფულადი ნიშნების გამოვლენისას, როგორ უნდა უზრუნველყონ ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნების მიმოქცევიდან დაუყოვნებლივი ამოღება და სათანადო ორგანოების დროულად ინფორმირების გზით, შეზღუდონ ყალბი ფულის ნიშნების გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე.

,,აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას.

რეგულაცია ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე და მისი შესრულება სავალდებულოა როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ისე სავაჭრო, პროდუქციის მიმწოდებელი და მომსახურების გამწევი სხვა პირებისთვის, ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გაცვლის ან შემოწმებისას.

აღნიშნული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და უზრუნველყონ, ამ მიმართულებით, მათი პერიოდული გადამზადება.

საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია წარმომდგენს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის კატეგორიის სტატუსით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, ჩამოართვას ისეთი ფულის ნიშანი, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე.

ასევე, უნდა შეადგინოს ცნობის სამი ეგზემპლარი, რომელთაგან ერთი, გამოვლენილ საეჭვო ფულის ნიშანთან ერთად - გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გაუგზავნოს ეროვნულ ბანკს შემდგომი ექსპერტიზა - რეაგირებისათვის, მეორე უნდა გადასცეს წარმომდგენს, ხოლო მესამე პირი დაიტოვოს თავისთან.

რაც შეეხება მომსახურების გამწევ ნებისმიერ სხვა პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში წარმომდგენს განუმარტონ, რომ ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საშუალებით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  მოახდენს რეაგირებას", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
"ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა გავხდე“ - ილია თოფურია

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ...

სპორტი 1713585635

აქცია არარუსულ კანონს
„არა რუსულ კანონს!“ - ახალგაზრდების აქცია დღეს, 20 აპრილსაც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო ახალგაზრდული პროტესტი გაგრძელდება - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მორიგი აქცია 20 აპრილს დააანონსეს. ისინი პარლამენტთან ისევ 19 საათზე შეიკრიბებიან. 19 აპრილის აქცია კი...

პოლიტიკა 1713585528

ნინო ნადირაძე
„მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“ - ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადიირაძე სოციალურ ქსელში წერს:     ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ,...

სოცმედია 1713585367

ბრეგაძე
,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა“ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა.ვინმეს მოღალატე, გამყიდვ...

პოლიტიკა 1713585288

ია ფარულავა
„ეს არის ტოტალური კონტროლის კანონი, რომელიც დაგვაბრუნებს დასმენების ეპოქაში, ცენზურა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება“ - ია ფარულავა რუსულ კანონზე

ია ფარულავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ამის შესახებ ფარულავამ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა. „სინამდვილეში ეს არის ტოტალური კონტროლის კა...

საზოგადოება 1713585131

უჩავა
„იმედმა“ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან“ - ლაშა უჩავა

ლაშა უჩავა სოცქსელში წერს: „ის რომ იმედმა საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან, ალბათ, ეს არის “ღირსებით წინ ევრ...

სოცმედია 1713585012