სტარტაპ ნაკრები - Facebook რეკლამაზე ქეშბექი ახალი ბიზნესებისთვის

თიბისი

ბიზნესის დაწყებისთანავე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციაა. ეს კი ხარჯებთანაა დაკავშირებული და სტარტაპმა ზუსტად უნდა განსაზღვროს ციფრულ სამყაროში რეკლამის გაშვებისას, რა სარგებელი დაუბრუნდება მას.

სტარტაპ ნაკრების, VISA ბარათით გადახდისას Facebook რეკლამაზე დახარჯული თანხის 10%-ის დაბრუნებას შეძლებენ სტარტაპერები ყოველი თვის ბოლოს, ქეშბექის სახით.

"ამ შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შეძლებენ, დაიბრუნონ იმ თანხის 10 პროცენტი, რომლითაც ფეისბუქზე რეკლამას შეიძენენ. ეს ინიციატივა სტარტაპერისა და VISA-ის თანამშრომლობით ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანი ახალი ბიზნესების მხარდაჭერაა", - ამბობს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წევრი, სოფო კახიძე,

ახალი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა სტარტაპ ნაკრებიც, რომელიც მათ როგორც ფინანსურ, ისე არასაბანკო მომსახურებას ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს. ბიზნესისთვის ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თიბისიმ ერთ ნაკრებში გააერთიანა 5 ლარის სანაცვლოდ.

ამ მიმართულებით ქართული ბიზნესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია VISA-სთვისაც, რომელიც უკვე წლებია, თიბისის პარტნიორია.

„VISA ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. ბიზნეს ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ჩვენი ეგიდით არაერთი პროექტი თუ კამპანია ხორციელდება. ჩვენთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება, მათთვის VISA-ს რესურსების, ინოვაციური პროდუქტებისა თუ ტექნოლოგიების შეთავაზების გზით. ჩვენი და თიბისის შეთავაზება განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ანტრეპრენერების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას, კერძოდ — ბიზნესის გაციფრულებაში, კლიენტების მოზიდვასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში", - აღნიშნავს VISA-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე.

ციფრულ ეპოქაში რეკლამისა და პოპულარიზაციის ყველაზე ეფექტური პლატფორმა სწორედ სოციალური მედიაა. ამ გზას კიდევ უფრო ეფექტურს და მომგებიანს ხდის ქეშბექის აქცია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეთავაზებაა.

თიბისისა და VISA-ს თანამშრომლობა მხოლოდ სტარტაპერის ფარგლებში შეთავაზებული ქეშბექით არ შემოიფარგლება. VISA თიბისის გადახდის სისტემების ექსკლუზიური პარტნიორია და განვლილი წლების განმავლობაში ამ პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლიეტუვა
„ვულოცავთ საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“ - ლიეტუვა

ლიეტუვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. "გულწრფელად ვუ...

პოლიტიკა 1653551948

პოლონეთში მოკლული ქალი
შოკისმომგვრელი დეტალები - როგორ მოკლა ქმარმა ცოლი პოლონეთში

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალი, 27 წლის ანა ყალიჩავაა. ირკვევა, რომ მას თემო ლამაზოღლიმ ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. ქალი მანამდე შველას საქართველოდან ითხოვდა, თუმცა...

კრიმინალი 1653551435

მატეუშ მორავიეცკი
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“ - მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან შესაბამისი წერილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა: "პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მი...

პოლიტიკა 1653551163

ბაია პატარაია
„დიდი უბედურების დღე გაგვითენდა“ - ბაია პატარაია

"საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ზუგდიდელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში ქმარმა მოკლა, გარდაცვალებამდე ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. ქალი ყვებოდა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად...

სოცმედია 1653551061

ერდოღანი
ღარიბაშვილმა წერილი ერდოღანისგანაც მიიღო - „მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე“

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილი მან პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც...

პოლიტიკა 1653550982

სალომე ზურაბიშვილი
„სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს“ - სალომე ზურაბიშვილი 26 მაისზე

"აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს, რა...

პოლიტიკა 1653550601