STEM განათლება მომავლისთვის - საქართველოს ბანკის ინიციატივა სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად

საქ

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების,მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და მოსწავლეებისთვის მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით,ბანკი შეხვედრების სერიას„STEM განათლება მომავლისთვის“ ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და თბილისში სკოლის მოსწავლეებთან STEM მეცნიერების შესახებ შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრაზე სპიკერები ახალგაზრდებს STEM მეცნიერების მნიშვნელობის, თანამედროვე სამყაროში მისი გამოყენების შესაძლებლობების და STEM ოლიმპიადის შესახებ ესაუბრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ესწრებოდნენ მასტერკლასებს, სადაც STEM სკოლის მასწავლებლები ბავშვებს STEM პროექტებს აცნობდნენ და მათი შექმნის სპეციფიკაზე ესაუბრებოდნენ. ამასთან, ახალგაზრდებისთვის გაიმართა სახალისო შემეცნებითი თამაშები, გამარჯვებულებს კი მიკროკონტროლერი Arduino გადაეცათ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, საკუთარი STEM იდეები რეალობად აქციონ.

სპიკერებს შორის იყვნენ ჯუანშერ ჯეჯელავა- ილიაუნის ასოცირებული პროფესორი; დემეტრე ფიფია- Google-ის თანამშრომელი; გუგა ბურდული- საქართველოს ბანკის მონაცემთა უფროსი მეცნიერი, ფიქრია ელიზარაშვილი-ელექტრული სისტემების ინჟინერიდა გიორგი ლომიძე- კომაროვის სკოლის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

შეხვედრებში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო.

რა არის STEM ოლიმპიადა?

STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ინტერესის გაღრმავების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით 19 იანვარს დაიწყება  და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 100 გუნდიმიიღებს. ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ექვსი წევრისგან დაკომპლექტებული, ერთი გუნდი და მენტორი უნდა წარადგინოს.

STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 3 დეკემბერს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372