თამბაქოს ზიანის შემცირება - იაპონიის გამოცდილება

საზოგადოება

თამბაქოს მოხმარება მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი გამოწვევაა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დღეს მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში 1.3 მილიარდს უტოლდება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვარაუდით, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 1.27 მილიარდამდე შემცირდება. თუმცა, ეს პროგრესი ჯანმოს მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის გამტარებელ ქვეყნებს შორის ნელი ტემპით მიმდინარეობს.

თამბაქოს მწეველთა რაოდენობის შემცირების პროცესში გამორჩეულ მაგალითს იაპონია წარმოადგენს - მაშინ, როდესაც  2016 წელს იაპონია მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის მეთექვსმეტე ადგილს იკავებდა ქვეყანაში მამაკაც მწეველთა რაოდენობით (30%), 2019 წელს ეს მაჩვენებელი 27.1%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, 2012-2019 წლებში მწეველთა რაოდენობა 21%-დან 16.7%-მდე დაეცა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მწეველთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია არ იყო გამოწვეული მკაცრი რეგულაციური ჩარჩოების იმპლემენტაციით. უფრო მეტიც, მხოლოდ 2020 წელს მიიღო იაპონიის მთავრობამ დახურულ სივრცეებში თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს მოწევას საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე რიგ ქალაქებში აკრძალულია ხალხმრავალ ქუჩებში მოწევაც. თუმცა, ამასთანავე საინტერესოა, რომ დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვა არ ვრცელდება კერძო სახლებზე, სასტუმროს ოთახებზე, სიგარის ბარებსა და პატარა ზომის იმ რესტორნებზე, რომლებიც 2020 წლის აპრილამდე ფუნქციონირებდა.

ამ მიდგომების გათვალისწინებით, საინტერესოა მაშინ რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

იაპონიაში მწეველთა რაოდენობის მუდმივად კლებადი ტენდენციის მიზეზად The Wall Street Journal-ის ჟურნალი იაპონიის ბაზარზე 2016 წელს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების გამოჩენას ასახელებს. აღნიშნული ვარაუდი კი არაერთი კვლევით დადასტურდა. ამერიკის კიბოს საზოგადოების მიერ 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც იაპონიის 11 რეგიონი მოიცვა, აჩვენა, რომ ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვები ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შედეგად შემცირდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს იაპონიაში მოსახლეობის 18% მწეველი იყო, 2019 წელს კი მწეველთა რაოდენობა 16.7%-მდე შემცირდა და 17.6 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის მონაცემებით მწეველთა 12% ტრადიციული სიგარეტის, 4.5% კი თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობას მომხმარებელი იყო.

აღნიშნულ ვარაუდებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმად ქვეყანაში “ტრადიციული თამბაქოს გადაზიდვები” 2017 წლის პირველ კვარტალში 11.5%-ით, ხოლო 2018 წელს 7%-ით შემცირდა, პარალელურად, ამ პერიოდის განმავლობაში “თამბაქოს გასახურებელი ღერების გადაზიდვები” 1.2 მილიარდიდან 6.8 მილიარდამდე გაიზარდა.

საერთაშორისო ჟურნალ “Environmental Research and Public Health-ის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, “2016 წელს იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის გაყიდვების დაჩქარებული კლება კორელაციაში მოდის ქვეყანაში თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდასთან”.

აღსანიშნავია, რომ Japanese Medical Data Center (JMDC)-ის ინფორმაციით, იაპონიაში ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების გამოჩენის შედეგად, გულის იშემიური დაავადებებისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) შედეგად გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კლებას განიცდიდა.

ამავე კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 1.83%-დან 2.08%-მდე გაიზარდა, თუმცა 2019 წლისთვის კვლავ 1.82%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდა. მკვლევარები აღნიშნულ ფაქტს იაპონიის ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენას უკავშირებენ.

როგორ უწყობს იაპონიის მთავრობა ხელს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას?

Frost & Sullivan-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, იაპონიის მთავრობა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებისადმი განსხვავებულ მიდგომას იყენებს. როგორც Frost & Sullivan-ის ჯანდაცვის მიმართულების საკონსულტაციო დირექტორი მარკ დუგანი აღნიშნავს, იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე მოქმედებს შედარებით ნაკლები საგადასახადო ვალდებულება, ასევე ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებული სამედიცინო გაფრთხილება მოქმედებს. 

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში არ არსებობს ღია პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს მწეველთა მხრიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას, დღეს იაპონია ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარების ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ოდიშარია
„ბოდიში, თუ ივანიშვილი ტრიბუნასთან არ ჩამოდგება“ - ბექა ოდიშარია

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძ...

პოლიტიკა 1711725191

ამინდი
ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ...

საზოგადოება 1711724762

ბორკილები
"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ" - ჯანდაცვაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვი...

კრიმინალი 1711724664

ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316