თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია „ყველაფერი ბიზნესისთვის“

tbc

თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაკეთდა, აერთიანებს ყველა საბანკო პროდუქტს თუ არასაბანკო მხარდაჭერას, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისა და წარმატებისთვის.

კამპანია „ყველაფერი ბიზნესისათვის“ შექმნილია ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად.

თიბისი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს MSME სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდაში, ამიტომაც თიბისი ბიზნესს აქვს საბანკო  პროდუქტებისა და სერვისების კომპლექსური შეთავაზება, რაც სექტორს განვითარების და ზრდის საშუალებას აძლევს.

“მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ღერძია.  ამ კამპანიით გვინდა მათ ვუთხრათ, რომ თიბისიში ყველაფერია, რაც მათ ბიზნესის მართვისთვის დასჭირდებათ. ყველაფერში ვგულისხმობთ, იმ მრავალფეროვან და მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ,  დაწყებული ბიზნეს სესხიდან, რომლის მიზნობრიობაც შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოვება, საბრუნავი კაპიტალის შეძენა და ა.შ. დამთავრებული სტარტაპ სესხით, რომლის მისაღებად მხოლოდ  კარგი იდეაც კი საკმარისია.

თიბისიში ყველაფერია ბიზნესისთვის, განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს ის და რომელ სექტორსაც არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენ ვთავაზობთ მათ ციფრულ მხარდაჭერასაც, რისთვისაც ბიზნეს მობაილ ბანკში მუდმივად ვამატებთ ახალ-ახალ ფუნქციონალებს, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე და მათი ცხოვრების გასამარტივებლად”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

თიბისიში თავმოყრილია ყველაფერი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს ესაჭიროება წარმატებისა და განვითარებისთვის:

-  მოქნილი სასესხო პროდუქტები: ბიზნესზე მორგებული სესხის სხვადასხვა ვარიანტი კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით საბრუნავი კაპიტალის, გაფართოებისა და ბიზნესის სხვა საჭიროებების მხარდასაჭერად.

- სტარტაპ-სესხი: სხვადასხვა მიზნობრიობით ბიზნესის საწყის ეტაპზე დასაფინანსებლად და ინოვაციური იდეის შემთხვევაში, იდეის დასაფინანსებლად.

-  აგრო-სესხი: სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის მრავალფეროვანი მიზნობრიობით და სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობით კიდე უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა.

- ციფრული საბანკო პლატფორმები:  ინტერნეტ და მობაილ ბანკი, რომლებიც უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას თავიანთ ანგარიშებზე და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ასევე, უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებას.

- ნაღდი ფულის მართვის სერვისები: ფულადი სახსრების მართვის ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტებები ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაციისა და ოპერაციების გამარტივებისთვის.

- ტრენინგები და საკონსულტაციო სერვისები: საექსპერტო ფინანსური და საკონსულტაციო სერვისები, ტრენინგები და ვორქშოპები, რომლებიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს გამოწვევების გადალახვასა და ახალი ცოდნის შეძენაში.

- ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოება: ღონისძიება, რომელიც აფასებს და აღნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესის გამორჩეულ მიღწევებს და წარმატებებს და ხელს უწყობს მათ ზრდასა და ინოვაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244