ბიზნესი & ეკონომიკა • 1713266096
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრზე, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ სხვა სადაზღვევო პაკეტები.
“ენთები” არის ბაზრის ლიდერი, აუთსორს კომპანია, რომელიც მეწარმეებს ბუღალტრულ, საფინანსო და საგადასახადო სერვისებს სთავაზობს. ამ გუნდის მთავარი მიზანი აღნიშნული მიმართულებით პრემიუმ კლასის მომსახურების შეთავაზებაა. კომპანია ბაზარზე უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს და 500-ზე მეტ მომხმარებელთან თანამშრომლობს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შესთავაზონ სერვისი, რომელიც მათი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. გარდა კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრებისა, “ენთების” ჯგუფი ხარისხიან და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს. მათ შორის ისეთს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რომლის წყალობითაც, დოკუმენტებში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურად ინტეგრირდება საბუღალტრო პროგრამაში. ამ პროცესს მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა, თუმცა ენთები იმაზეც ზრუნავენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომენტალურად ჩაერთონ და საკუთარ თავზე აიღონ სრული პასუხისმგებლობა. მათ წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ “ენთებმა” ბიზნეს დაჯილდოება 2023-ზე გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის გაიმარჯვეს.
თიბისი დაზღვევა მე-8 წელია ბაზარზეა და ეხმარება მომხმარებლებს ცხოვრების გამარტივებაში. ბრენდის მიზანი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული ბაზრისთვის. საწყისი ეტაპებიდან დაინერგა სხვადასხვა ტიპის ციფრული და თანამედროვე მიდგომები, რაც დაზღვევის პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს. თიბისი დაზღვევის ყველა საცალო პროდუქტის შეძენა დისტანციურად არის შესაძლებელი. დაარსებიდან თიბისი დაზღვევამ თავის მომხმარებლებს 300 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურა.
“ენთებისთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ პარტნიორ კომპანიებს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება მაღალი სტანდარტებით. თიბისი დაზღვევა წლებია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი დონის მომსახურებას და ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”
“ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია “ენთებთან” თანამშრომლობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხის შეთავაზება და ცხოვრების გამარტივებაა.” - სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი.
ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის...
საზოგადოება • 1730883029
ნიკა გვარამია სოცქსელში წერს: მე მაინც ის მაინცვიფრებს, ზოგიერთი საბუთიანი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში იმას რომ გულშემატკივრობს, ვინც უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას ა...
სოცმედია • 1730882337
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. "გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო...
პოლიტიკა • 1730881648
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრ...
საზოგადოება • 1730880257
უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს - ჩეხეთში. როგორც დედ...
საზოგადოება • 1730880163
სააპელაციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები არ შეუშვეს. პოლიტიკოსებს სურდათ, საარჩევნო დავების განხილვას დასწრებოდნენ, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. "ძლიერი საქართველოს...
პოლიტიკა • 1730879949
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი