ბიზნესი & ეკონომიკა • 1718096063
თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეტიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და სწრაფად მიიღონ და მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.
პლატფორმა უკვე შვიდ წელზე მეტია საერთაშოროსო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომსახურებას უწევს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს.
პირველ ეტაპზე, თიბისი ჯგუფი საერთშორისო პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებს შესთავაზობს ონლაინ გადახდების მართვის მოქნილ და უსაფრთხო სისტემას. პლატფორმის ოპერირების არეალი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება.
“თიბისი განაგრძობს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას და კვლავაც ერთგული რჩება თავისი მისიისა, გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. წინა კვირას ჩვენ ხელი მოვაწერეთ გარიგებას, რომლითაც თიბისი ჯგუფმა შეიძინა საერთაშორისო ონლაინ გადახდების პლატფორმა, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ფართო ბაზა, რომლებსაც ბიზნესების კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს. სულ მალე თიბისი ჯგუფი ბიზნესს შესთავაზებს მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაში”, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ელექტრონული კომერციის სწრაფად ცვალებად სამყაროში, მოქნილი, სწრაფი და ტექნოლოგიურად გამართული ონლაინ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ინოვაციური და მოქნილი გზით განვითარდეს. გარდა ამისა, ბიზნესებისთვის შესაძლებლობა იქმნება, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია შევიდეს რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, გაზარდოს მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.
“ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე და დღეს ოფიციალურად ინდივიდუალური წერილით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანო...
პოლიტიკა • 1731411184
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: რა ხდება აფხაზეთში?შეიქმნა აფხაზეთის ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაში ყოვლისმომცველი ინტეგრაცის სამართლებრივი საფუძვლები.ეს არის ოკუპაციის ფინალური, შეუქცევადი ფაზა…რომ იცოდეთ...
პოლიტიკა • 1731411017
2023 წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბინადრობის ნებართვა საქართველოს 33 898 მოქალაქეზე გასცეს - ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემთა ბაზაში ვკითხულობთ. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 19 411...
პოლიტიკა • 1731410896
კოალიცია "ცვლილებისთვის" პარლამენტში შესვლას არ აპირებს - განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გაერთიანების ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები მოპარულია,...
პოლიტიკა • 1731410749
საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გ...
პოლიტიკა • 1731409260
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სად...
საზოგადოება • 1731409184
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი