თიბისის მხარდაჭერით Google-ის ინიციატივა „Women Techmakers" ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

Еиы

14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს" უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით ღონისძიების ორგანიზატორები Google-ის ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების პროგრამის ელჩები არიან.  პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია ტექნოლოგიებში განვითარდეს.

კონფერენციაზე საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები (Android/iOS), სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციები, და ტექნოლოგიები განათლებაში.

ღონისძიების მიზანი არა მხოლოდ მსმენელთათვის საინტერესო თემების შეთავაზება და კომფორტული გარემოს შექმნა, არამედ მოტივაციაა ქალებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე საკუთრ ცოდნას ისეთი ტექ პროფესიონალები გააზიარებენ, როგორიცაა:

ნინუცა ნანიტაშვილი, ნათია სირბილაძე, ელენე კავარცხელია, ალინა ტყაბლაძე, ნანა დიხამინჯია, ნანა ქავთარაშვილი, მარიამ გაგუა და სხვა..

Google-მა ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ქალებისთვის Women Techmakers-ის პროგრამა შექმნა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერ, მობილური სისტემების დეველოპერ და მონაცემთა მეცნიერ ქალებს უსაზღვრო განვითარების საშუალებას აძლევს. ეს კომუნა საქართველოში 2014 წლიდან არსებობს.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც  ტექ პროფესიონალეის ჩართულობა მაქსიმალურადაა წახალისებული.

თიბისი არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიებში, ერთ-ერთი ასეთი წამოწყება გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისკენ მიმართავს. ღონისძიება იმ ლიდერებს გვაცნობს, რომლებიც ქალების გაძლიერების მიმართულებით მისაბაძი მაგალითები არიან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაკავება
„Telegram"-ში ყოფილი პარტნიორის ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა - საგამოძიებო სამსახურმა 27 წლის მამაკაცი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდე...

კრიმინალი 1713951917

ტბს
„აგრო იმპექსმა", თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია "აგრო იმპექსმა", თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951692

თბს
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951488

აქცია ახალგაზრდები
"სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - შსს აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შსს ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა...

პოლიტიკა 1713950251

პაპუაშვილი
პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. აუსტრე...

პოლიტიკა 1713949842

ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩე...

სამართალი 1713949697