ბიზნესი & ეკონომიკა • 1695373661 35
კომპანია „ფაზი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მესამე წელია მომხმარებელს ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო/კონსტრუქტორების დიდ არჩევანს სთავაზობს, უკვე ბათუმი მოლში, სტენდის სახითაა წარმოდგენილი.
ნულიდან დაწყებული პროექტისა და მისი წარმატების შესახებ, „ფაზის“ დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი გვიყვება:
“ჩვენი თავდაპირველი იდეა ფაზლებს უკავშირდებოდა, რაც გულისხმობდა სურათების დაფაზვლის მომსახურებას - მომხმარებელი გამოგვიგზავნიდა მისთვის სასურველ ფოტოს და ჩვენ უნდა დაგვეფაზლა, თუმცა ამ მიმართულებით ბრენდის განვითარება დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დიდ ფინანსებთან იყო კავშირში. ცოტა ხნით გადავდეთ და ფაზლებისა და სამაგიდო თამაშების ონლაინ მაღაზია შევქმენით, რომელიც 500-მდე დასახელების ფაზლსა თუ სამაგიდო თამაშს აერთიანებს. ჩვენი ყოველდღიურობა სოციალური ქსელებითაა მოცული, სამაგიდო თამაშები კი იდეალური გზაა მეგობრებთან ერთად გართობის, ახალი სამყაროს შეცნობისა და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის. ჩვენი კონცეფციაც სწორედ გონების ვარჯიში და სტრესის მოხსნის თამაშით გადაწყვეტაა.
იქიდან გამომდინარე რომ ბიზნესი ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ, მის განსავითარებლად დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა იყო საჭირო. 2021 წელს თიბისი სტარტაპერს მივმართეთ. სტარტაპერის მხარდაჭერით გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და შევქმენით კომპანიის ვებგვერდი https://puzz.ge/, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს, აირჩიოს და გამოიწეროს მისთვის სასურველი პროდუქტი, სწრაფი მიტანის სერვისის მეშვეობით კი მომხმარებელი გამოწერილ პროდუქტს თბილისში იმავე ან მომდევნო დღეს იღებს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში.
ოთხი თვეა, რაც თიბისის მხარდაჭერით ბათუმი მოლში სტენდ-მაღაზია გავხსენით. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ბათუმშიც გავუწევთ პოპულარიზაციას ჩვენს მიმართულებას. წლის ბოლომდე კი უკვე თბილისში ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ვგეგმავთ ასევე სტენდ-მაღაზიის გახსნას, რაც ჩვენს მომხმარებელს მეტ კომფორტსა და ადგილზე პროდუქციის დათვალიერების საშუალებას მისცემს.
„ფაზისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონების გასავარჯიშებელი თამაშების რეალიზაცია, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლებთან და სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ვთავაზობთ ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშებს. ასეთი თანამშრობლობა მოტივაციას გვაძლევს, ეს მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხსა და მომხმარებლის მოთხოვნაზე, ამიტომ ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ მსოფლიოში ცნობილი ისეთი სამაგიდო თამაშები, როგორიცაა „კატანი“, „დიქსითი“, “ავალონი“, ცნობილი მხატვრების ვან გოგისა, და ფრიდა კალოს ნახატების ფაზლები, სტადიონებისა 3D მაკეტები და ლეგოს ბრენდის კონსტრუქტორები.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ: - დაწყებული ორდეტალიანი ფაზლით, რომელსაც ორი წლის ბავშვიც გაუმკლავდება, დამთავრებული კომპლექსური სამაგიდო თამაშებით, რომლებიც ხშირად იზიდავენ ზრდასრულებს.
ოქტომბრიდან უკვე შევძლებთ მომხმარებლის გამოგზავნილი ფოტოების ფაზლად ქცევას, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სწორედ ამ იდეით შევქმენით ბრენდი და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ 3 წლის შემდეგ მაინც შევძელით მისი განხორციელება.
ნოემბერში ფაზი 3 წლის ხდება და წინ დიდი გეგმები და განვითარების გზები გვაქვს. თიბისისთან ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან სტარტაპი მათთან ერთად დავიწყეთ და ჩვენი ყველა სიახლეც თიბისის უკავშირდება.
ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეების განხორციელებას, ვურჩევდი, იდეის დაბადების შემდეგ მალევე იმოქმედონ მათი სისრულეში მოყვანისთვის. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ თანმიმდევრული, შრომითა და განვითარების უწყვეტი სურვილით ყველაზე რთული იდეების ხორცშესხმაც შესაძლებელია.“
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა,...
საზოგადოება • 1701719100
„პროცესი, რაც მიმდინარეობს კანონზომიერია. კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ დაწყებულა. მეტსაც გეტყვით, ელექტორალური თვალსაზრისით ეს პარტია დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმ...
პოლიტიკა • 1701719068
"მოკლედ დავწერ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში ტაქტიკური პლაცდარმი შექმნიდან უკვე გადავედით ოპერატიულ პლაცდარმზე. აქამდე იყო ტაქტიკური პლაცდარმი, მუშაობდნენ სიღრმეში დაზვერვის ჯგუფები საა...
სოცმედია • 1701718740
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი